VTB ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

თარიღი: სექტემბერი 1, 2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი VTB ბანკი გახდა. მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი 1 სექტემბერს სასტუმრო სტამბაში მოეწერა. შეგახსენებთ, რომ VTB ბანკი უკვე ოთხი წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია, 2020 წლიდან კი, არსებული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ახალი კონტრაქტის თანახმად, VTB ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად, VTB ბანკი საქართველოს ეროვნული, ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებების პარტნიორი იქნება.

მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და VTB ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მოაწერეს.

💬 ლევან კობიაშვილი – სფფ-ის პრეზიდენტი: „4 წლის წინ ვითიბი ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ირწმუნა და საინვესტიციოდ ყველაზე რთულ პერიოდში ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. ჩვენ ერთად ვიზეიმეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება უეფას ერთა ლიგაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად წინ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ.“

💬 არჩილ კონცელიძე – VTB ბანკის გენერალური დირექტორი: „უკვე 4 წელზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის №1 ქომაგი და მხარდამჭერია. მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და 2020 წლიდან ეროვნული ნაკრების სპონსორობასთან ერთად მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი გავხდით. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობისხელშეწყობა, ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ ვუჭერთ მხარს მის წინსვლას და განვითარებას.“

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“იუვენტუსი” კიეზას ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები სერიოზულად ინტერესდებიან ფედერიკო კიეზას ტრანსფერით. ამ ინფორმაციას Sky Italia ადასტურებს. როგორც ცნობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რანგნიკი: “ჰავერცი თანამედროვე იოჰან კრუიფია”

“ლაიფციგის” ყოფილმა თავკაცმა, რალფ რანგნიკმა, კაი ჰავერცთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა. “ჰავერცი ერთ-ერთია ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანზე გადაღებული ფილმი როტერდამის კინოფესტივალზე მოხვდა

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ცენტრალურ მცველ რაფაელ ვარანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი როტერდამის კინოფესტივალზე მოხვდა. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების თილისმა, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია!

საქართველოს ნაკრების თილისმა, კაცი, რომელსაც ყველა ქართველი გულშემატკივარი იცნობს, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია. მამასახლისი, რომელიც [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ყველაზე სექსუალურმა სპორტსმენმა “დორტმუნდი” ავარჯიშა (ფოტო)

გერმანელმა მორბენალმა ალისა შმიდტმა დორმტუნდის “ბორუსიას” ფიზიკური მზადების პროცესში მონაწილეობა მიიღო. კლუბმა 21 წლის სპორტსმენი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება მარიო ბალოტელის საცოლე (ფოტო)

იტალიელი ფეხბურთელის, მარიო ბალოტელის რჩეული იტალიელი სატელევიზიო ვარსკვლავი ალესია მესინაა. ისინი ერთმანეთზე უკვე დაინიშნენ. იხილეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუარესმა “ატლეტიკოში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

დღეს ლუის სუარესმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ურუგვაელი ფეხბურთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძე “ტენერიფეს” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას “ტენერიფეში” გააგრძელებს. კაკაბაძე “ტენერიფეს” შვეიცარიული “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი სათამაშოდ პრემიერლიგიდან პორტუგალიაში გადავიდა

ფაიქ ბოლკიაჰი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად ითვლება, “ლესტერ სიტიდან” “მარიტიმუში” გადავიდა. 22 წლის ნახევარმცვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილის პირველი კომენტარი “რეალის” დატოვების შემდეგ

გარეტ ბეილმა მადრიდის “რეალიდან” “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “არაფერს ვნანობ, მე უბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ურუგვაული შემტევი წყვილი? “ატლეტიკო” სუარესის შემდეგ კავანის ეპატიჟება

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელოს. Goal-ის ცნობით, ესპანელებმა ურგვაელ ფეხბურთელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი სუარესს: “გუნდიდან ასე მოსროლას არ იმსახურებდი, მაგრამ აღარაფერი მიკვირს”

“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი ლუის სუარესს დაემშვიდობა. არგენტინელამ სუპერვარსკვლავმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “მეგონა, მე გავიზარდე, მაგრამ “შკენდიას” კარები 5 სანტიმეტრით

24 სექტემბერს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტოტენჰემი” სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიურ “შკენდიას” დაუპირისპირდ...
წაკითხვა