“ვულვერჰემპტონმა” “მანჩესტერ სიტის” შესანიშნავი ფეხბურთი დაუპირისპირა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მესამე ტურის გახსნითმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რატომ ითვლება ბრიტანული ჩემპიონატი ყველაზე დაძაბულად და საინტერესოდ. არადა, ერთი შეხედვით მატჩი “მანჩესტერ სიტის” იოლი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო.
“ვულვზსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძლები საკმაოდ გაბედულად და აგრესიულად უტევდნენ. ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს – ბოლიმ 57-ე წუთზე ხელით გაიტანა, რასაც 69-ე წუთზე ლაპორტემ უპასუხა. მატჩში მეტი გოლი არ გასულა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერ ლიგაში ახლადგადმობარგებულმა “ვულვზმა” “მანჩესტერ სიტის” ბრწყინვალე ფეხბურთი დაუპირისპირა, თუმცა არც “ქალაქელთა” მიერ წარმოებული სახიფათო შეტევები უნდა დავივიწყოთ – პეპ გვარდიოლას ბიჭებმა სამჯერ მოარტყეს ბურთი ძელს.
ასე რომ, სამი მატჩის შემდეგ “ქალაქელებს” 7 ქულა აქვთ და ჯერჯერობით პირველ ადგილზე იმყოფებიან, “ვულვზი” კი 2 ქულით მეთორმეტეა.
“ვულვზი” : რუი პატრისიო; ბოლი, კოუდი, ბენეტი; ჯონი, მოუტინიო, ნევეში, დოჰერტი; ჯოტა, კოსტა (ადამა ტრაორე 72′); ხიმენესი
მთავარი მწვრთნელი: სანტო ესპირიტო
“მანჩესტერ სიტი” : ედერსონი; უოკერი, კომპანი, ლაპორტე, მენდი; ფერნანდინიო, გიუნდოგანი (ლეროი სანე 77′); დავიდ სილვა (გაბრიელ ჟეზუსი 62′), ბერნარდო სილვა, სტერლინგი; სერხიო აგუერო
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა