“ვულვზის” საინტერესო რეკორდი პრემიერ ლიგაში
პრემიერ ლიგის მერვე ტურის მატჩში “ვულვზი” “სელჰარსტ პარკზე” იბრძვის ქულების მოსაპოვებლად “კრისტა პალასის” წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ პრემიერ ლგიის ახალწვეულმა მატჩის დაწყებამდე შეძლო საკმაოდ საინტერესო რეკორდის დამყარება.
საქმე ის არის, რომ ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდი სეზონის დაწყებიდან ზედიზედ რვა მატჩია, რაც ერთნაირი სასტარტო შემადგენლობით თამაშობს, მსგავსი რამ კი პრემიერ ლიგაში აქამდე არასოდეს მომხდარა.
პორტუგალიელი სპეციალისტის საყვარელ მოწაფეთა სიაში ხუთი პორტუგალიელი ხვდება – რუი პატრისიო, რუბენ ნევეში, ჟოაო მოუტინიო, იოტა და კოშტა. გარდა ამისა, სასტარტოში ხვდებიან ბენეტი, ბოლი, კოადი, დოერტი და ხიმენესი.
8 – @Wolves are the first team in @premierleague history to name an unchanged starting XI in each of their first eight games of the season. Consistency. #CRYWOL
— OptaJoe (@OptaJoe) October 6, 2018