“ვულვზმა” “მანჩესტერ სიტის” ბრწყინვალე ქამბექი შეუსრულა (ვიდეო)
27 დეკემბერს პრემიერ ლიგის “ბოქსინგ დეიდ” მონათლული მე-19 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა “ვულვერჰემპტონსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
მატჩის დაწყებიდან ათიოდე წუთი იყო გასული, როდესაც ედერსონმა საჯარიმოს გარეთ უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი მიიღო. თუმცა პირველი გოლი “სიტიმ”, კერძოდ კი რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა 25-ე წუთზე. პირველი ტაიმი ასე დასრულდა – 0:1.
მეორე ტაიმი ინგლისელი გარემარბის დუბლით გაიხსნა (50′). სტერლინგს ბრწყინვალე საგოლე გადაცემა კევინ დე ბრუინმა გაუკეთა. თუმცაღა ამ ყოველივეს “ვულვზის” ბრწყინვალე ქამბექი მოჰყვა – 55-ე წუთზე ადამა ტრაორემ ერთი გოლი გაქვითა, 82-ე წუთზე კი უკვე რაულ ხიმენესს უპასა. გამარჯვების გოლი კი 89-ე წუთზე ტექნიკის რეალიზების საფუძველზე მეტ დოჰერტიმ გაიტანა – 3:2.
ასე რომ, “ვულვზმა” “სიტის” სეზონის ორივე თამაში მოუგო.