ნეიმარი თასზე დაიმტვრა. “ბარსელონასთან” მატჩი სამშაბათსაა დანიშნული
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში “ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე მაურისიო პოჩეტინოს “პარი სენ-ჟერმენს” მორიგი თავის ტკივილი გაუჩნდა ნეიმარის ტრავმის სახით.
ჩემპიონთა ლიგის გასულისეზონის ფინალისტმა საფრანგეთის თასის 1/32-ფინალური ეტაპის მატჩში “კაენი” გასვლაზე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მოიზე კინმა გაიტანა.
შეხვედრის 64-ე წუთზე ნეიმარი მინდორზე აღმოჩნდა და წინა ჩამკეტ კუნთზე იკიდებდა ხელს. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მალევე გაიყვანეს მოედნიდან, მის ნაცვლად კი თამაშში კილიან მბაპე ჩაერთო.
“ხვალ ვნახავთ, თუ რას იტყვის ექიმი. რთულია ახლა ტრავმის სერიოზულობაზე ვისაუბროთ. მეტი ინფორმაცია გვჭირდება. ის დღეს ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა,” – განაცხადა მატჩის შემდეგ არგენტინელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასთან” გასამართი პირველი მატჩი სამშაბათს 23:59 საათზეა ჩანიშნული.