უელსის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

თარიღი: ივლისი 2, 2016

ლილის “პიერ მორუაზე” უელსისა და ბელგიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა შედგა. მატჩი ბელგიელებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა ერთ ეპიზოდში გოლის გატანის სამი შესაძლებლობიდან ვერცერთი ვერ გამოიყენეს. მე-13 წუთზე მარკ ვილმოტსის გუნდმა ანგარიში მაინც გახსნა: რაჯა ნაინგოლანის უძლიერეს გასროლას მეკარე უეინ ჰენესიმ ვერაფერი მოუხერხა. გატანილი გოლის შემდეგ ბელგიელებმა უპირატესობა დათმეს, უელსელები გააქტიურდნენ და ტაიმის შუაწელს ნილ ტეილორს წონასწორობის აღდგენის მშვენიერი შანსი მიეცა, თუმცა ტიბო კურტუამ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და გუნდი იხსნა. შეხვედრის 31-ე წუთზე ბრიტანელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს: გოლი კუთხურს მოყვა, საჯარიმო მოედანზე ეშლი უილიამსი უყურადღებოდ დატოვეს და უელსელთა კაპიტანმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1. მატჩის პირველი ნახევარი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზე ბელგიელები კვლავ გააქტიურდნენ, თუმცა 55-ე წუთზე უელსელები დაწინაურდნენ: გარეტ ბეილმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი აარონ რემზის ჩაუგდო, ამ უკანასკნელმა კი ჰელ რობსონ-კანუ მოძებნა, უელსელმა ფორვარდმა ბურთი კარისგან ზურგით მდგარმა მიიღო, თუმცა ერთი მოძრაობით შემოტრიალდა, მცველები ჩამოიტოვა და ახლო მანძილიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა – 2:1. ანგარიშის გათანაბრების ყველაზე კარგი შანსი მარუან ფელაინის ჰქონდა, თუმცა მისი თავური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა უელსელთა კარს. ტაიმის მიწურულს კრის კოულმენმა რობსონ-კანუს ნაცვლად მოედანზე სემ ვოუქსი გაიყვანა და 86-ე წუთზე ამ უკანასკნელმა თავური დარტყმით ბრიტანელთა უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. ამრიგად, კოულმენის გუნდმა ბელგია ანგარიშით 3:1 დაამარცხა. უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს და პირველივე ჯერზე გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ პორტუგალია ელის.

ევრო-2016
მეოთხედფინალი
უელსი — ბელგია 3:1 (1:1)

უელსი: ჰენესი; განტერი, ჩესტერი, უილიამსი, დევისი, ტეილორი; ალენი, ლედლი (კინგი 78′); რემზი (კოლინსი 90′), ბეილი; რობსონ-კანუ (ვოუქსი 80′).
მთავარი მწვრთნელი: კრის კოულმენი.

ბელგია: კურტუა; მენიე, ალდერვეირელდი, დენაიე, ჯორდან ლუკაკუ (მერტენსი 75′); ნაინგოლანი, ვიტსელი; კარასკო (ფელაინი 46′), დე ბრეინე, აზარი; რომელუ ლუკაკუ (ბატშუაი 83′).
მთავარი მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი.

გოლები: უილიამსი 31′, რობსონ-კანუ 55′, ვოუქსი 86′ — ნაინგოლანი 13′.
გაფრთხილებები: დევისი 5′, ჩესტერი 16′, განტერი 24′, რემზი 75′ — ფელაინი 58′, ალდერვეირელდი 85′.
მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ერთი კვირის წინ გვტ**ავდნენ” – კაშიასა და ხოჭოლავას საუბარი მატჩის წინ

16 სექტემბერს უეფას კონფერენს ლიგაზე ბრატისლავას “სლოვანმა” საკუთარ მოედანზე “კოპენჰაგენი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. ამ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძემ ბელგიის თასის მატჩში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა (ვიდეო)

ბელგიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში გიორგი მიქაუტაძეს “სერენმა” გასვლაზე “ლოკერენი” სამბურთიანი სხვაობით დაამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბიჭუნას ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა

იტალიური გამოცემა Tuttosport ოქროს ბიჭუნას ჯილდოსთვის მებრძოლი ფეხბურთელების შემცირებულ სიას აქვეყნებს. როგორც იცით, ზემოხსენებული ტიტულის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსაჯმა კიევის “დინამოს” ფეხბურთელი შეცდომით გააძევა

ინგლისელმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა, რომელიც სამშობლოში დიდი პოპულარულობით ვერ სარგებლობს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია მოედანს საგოლე პასით დაუბრუნდა (ვიდეო)

ყაზანის “რუბინში” დარჩენილი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა მატჩის მესამე წუთზე [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქავთარაძემ “როტორისთვის” გაიტანა, მაგრამ ვერ გადაარჩინა (ვიდეო)

ბექა ქავთარაძის, ნიკა ყიფიანისა და ილია ბერიაშვილის “როტორი” “აკრონთან” 1-2 დამარცხდა. “აკრონი” 0-2-ს იგებდა, როცა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს მეორე გოლი – კრიშტიანოს შესანიშნავი დაბრუნება (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ronaldo 2004-2008 yılları arasında attığı deparı atıp 2.golünü atıyor ve biz İngiltere’de Manchester […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ამას დიდი ხანი ველოდი” – ლიონელ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

10 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი შესარჩევ ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში ბოლივიას უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს სუპერფანი, რომელიც პორტუგალიელს დილის 6 საათიდან ელოდებოდა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. გასაკვირი არ არის, რომ პორტუგალიელს […]...
წაკითხვა