“White Lives Matter” ბანერის ავტორი სამსახურიდან დაითხოვეს, მას სამუდამო დისკვალიფიკაციაც ელის

თარიღი: ივნისი 25, 2020

“ბერნლის” ქომაგი ჯეიკ ჰეპლი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დაწყებამდე მოედანზე გამოსულმა ფეხბურთელებმა ჩაიმუხლეს კამპანია “Black Lives Matter” (“ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია”) მხარდაჭერის ნიშნად, რა დროსაც “ეტიჰადს” გადაუფრინა თვითმფრინავმა ბანერით “White Lives Matter, “Burnley” (“თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, “ბერნლი”). ეს ფაქტი ინგლისის და არამხოლოდ ინგლისის მასშტაბით საკმაოდ რეზონანსული გახდა.

ჯეიკ ჰეპლი კომპანია Paradigm Precision-ში მუშაობდა, რომლის წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ მისი ფირმა რასიზმის ყველანაირ ფორმასა და გამოვლინებას გმობს. კომპანიამ ჰეპლი დაითხოვა, თავად ჯეიკმა კი სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა:

“მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, რათა მოვუბოდიშო… არავის! ალბათ, ახლა იტყვით, რომ “თეთრკანიანთა სიცოხლე მნიშვნელოვანია” – რასისტული ფრაზაა”.

მოგვიანებით “დეილი მეილისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჰეპლმა დაამატა, რომ რასისტი არ არის:

“ვიცი, რომ ხალხი ცდილობს, გახდეს ერთი, მაგრამ მე მათ რიგებში არ ვარ. ბევრი ფერადკანიანი და აზიელი მეგობარი მყავს, ჩემი ბანერი კი სწორედ ფერადკანიანთა კამპანიით იყო შთაგონებული .

ფერადკანიანთა შეურაცხყოფა არ მიცდია. მე უბრალოდ მინდა გაგაგებინოთ, რომ თეთრკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია. მხოლოდ ამის თქმა მინდოდა”.

სხვათა შორის, ჯეიკ ჰეპლის შეყვარებულიც გაათავისუფლეს სამსახურიდან სოციალურ ქსელში დაფიქსირებული რასისტული შეხედულებების გამო.

“ბერნლიმ” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საფეხბურთო კლუბი მკაცრად გმობს მომხდარ ინციდენტს. ბოდიშს უხდის პრემიერლიგას, “მანჩესტერ სიტისა” და კამპანიაში – “Black Lives Matter” ჩართულ ყველა პირს. გარდა ამისა, “ბერნლის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბი რასისტულ ქმედებებში შემჩნეულ ფანებს სამუდამო დისკვალიფიკაციით დასჯის.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე ჟოზე მოურინიოს რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” დორტმუნდის “ბორუსია” გასვლაზე ანგარიშით 1:2 დაამარცხა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირანულმა ტელევიზიამ “ტოტენჰემი” – “მანჩესტერ იუნაიტედის” მატ

11 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. ირანში [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მეჰდი ტარემიმ “ჩელსის” საოცარი გოლი გაუტანა! (ვიდეო)

მეჰდი ტარემის გოლი “ჩელსის” კარში იხილეთ ვიდეო WHAT A GOAL TAREMI 🇮🇷🔥 pic.twitter.com/hWXpA5epC7 — FIFA […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაფინია: “20 წუთი მქონდა იმის გადასაწყვეტად, მინდოდა თუ არა “ლიდსში” თამ

“ლიდს იუნაიტედის” 24 წლის ნახევარმცველმა, რაფინია დიასმა, პრესასთან თავისი ტრანსფერის ისტორია გაიხსენა. რაფინია “ლიდს” 2020 [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ასეთი შედეგი არ დაგვიმსახურებია”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” საშინაო არენაზე განცდილი მარცხის (1:3) შემდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტუჰელი: “ინგლისში “ჩელსის” ოთხეულში გასაყვანად მოვედი”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰლმა, პრემიერ ლიგის 31-ე ტურში მოპოვებული გამარჯვების (1:4) შემდეგ პრესასთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“უცნაური შეგრძნება მაქვს, ამას არ ვიმსახურებ” – გვარდიოლა ბიელსას სიტყვე

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა “ლიდსის” თავკაცის, მარსელო ბიელსას მიერ მის მიმართ გაკეთებულ კომენტარს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტდი” ლინგარდის ხარჯზე “ვესტ ჰემის” ვარსკვლავს დაიმ

“ვესტ ჰემში” ჯესი ლინგარდის ათამაშების ფაქტს “მანჩესტერ იუნაიტედი” თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. როგორც ცნობილი ხდება, “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩისკო ინგლისის ჩემპიონშიპის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა

ჩისკო მუნიოსი ინგლისისის ჩემპიონშიპის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. თბილისის “დინამოს” ყოფილ მწვრთნელს ჯილდო დღეს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარეტ ბეილი ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელები ნანახი ჰყავს

მადრიდის “რეალიდან” “ტოტენჰემ ჰოთსპურში” განათხოვრებული გარეტ ბეილი დარწმუნებით ამბობს, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ და ისინი...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ბრუინმა “მანჩესტერ სიტისთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგურო, შესაძლოა, “მანჩესტერ სიტის” უშუალო კონკურენტს შეუერთდეს

სერხიო აგუეროს მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ სიტიმ” დაადასტურა ინფორმაცია, რომლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრიხი კლოპს: “რასაც ახლა შენ აკეთებ, ესეც უსამართლობაა!” (ვიდეო)

6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” 3:1 დაამარცხა. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: ‘ამ თამაშით ნახევარფინალში გასვლას არ ვიმსახურებთ’

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მადრიდის “რეალთან” პირველ მატჩში განცდი...
წაკითხვა