Whoscored-ის სასწაული: გიორგი ჩაკვეტაძემ უმაღლესი შეფასება მიიღო!
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ლატვიის ნაკრებთან (0-3) გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და მთელი მატჩის განმავლობაში შეუჩერებელი გახლდათ, Whoscored-დან უმაღლესი შეფასება, 10 ქულა მიიღო, რაც, საერთოდ, უიშვიათესი მოვლენაა.
ჩაკვეს შემდეგ 7.6 ქულა კვეკვესკირმა და კანკავამ დაიმსახურეს, ლატვიელთაგან კი საუკეთესო მეკარე, ანდრი ვანისი იყო – 6.97.
D დივიზიონის მე-4 ჯგუფში სომხეთის ნაკრებმა 4-0 გაანადგურა მაკედონიის ნაკრები და 2 საგოლე პასისა და გოლის ავტორს, ჰენრიკ მხითარიანს 9.78 დაუწერეს.
ჩაკვეტაძეს ერთა ლიგაზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ლატვიასთან ჩაკვეს წაქცევის გამო დანიშნული პენალტი თორნიკე ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა და საერთოდ, 19 წლის ფეხბურთელის როლი ნაკრებზე წარმოუდგენლად დიდია.