World Poker Tour Europe-Bet.com-თან ითანამშრომლებს
ლოს–ანჯელესი, კალიფორნია (12 თებერვალი, 2015წ.) – აზიაში “Ourgame” – თან ისტორიული კავშირის კვალდაკვალ “World Poker Tour” – მა („პოკერის მსოფლიო ტურმა“) დღეს განაცხადა Europe-Bet.com-თან თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც, მას მიაწვდის ლიცენზირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას საქართველოში ექსკლუზიური გამოყენების უფლებით. Europe-bet.com 2015 წელს უმასპინძლებს „WPT“-ს სამ ღონისძიებას, მათ შორის „WPT“-ს ძირითად ტურს და უფლება ექნება გააშუქოს “World Poker Tour” – ის სატელევიზიო შოუ, პროდუქცია და მრავალი სხვა რამ.
საქართველოს დედაქალაქ თბილისში, Europe-bet.com-ის პოკერ-კლუბში 30 მაისს სტარტს აიღებს „WPT“-ს ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის Buy-in (ტურნირში მონაწილეობის გადასახადი) იქნება 1000$. ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი იქნება 200 000$, ხოლო ფინალური თამაში გაიმართება 7 ივნისს.
“World Poker Tour” დაბრუნდება ნოემბერში, მსოფლიო პოკერის ტურის პრესტიჟული „ჩემპიონთა თასით“ („WPT Champions Cup™“). ტურნირი განახლდება დეკემბერში, „WPT“-ს მეორე ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებით.
“World Poker Tour” – ს უმასპინძლებს Europe-bet.com-ის პოკერის კლუბი, რომელიც გაიხსნა 2012 წლის სექტემბერში და ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულებაა საქართველოში. კლუბი ღიაა დღე-ღამის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.
1400 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებულია ბარები, რესტორნები, 20 მაგიდა პოკერისთვის და განსაკუთრებული VIP-ზონები. პირველი სართული განკუთვნილია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ან დიდი ტურნირებისთვის, როგორიცაა ამ წელს დაგეგმილი სამი ღონისძიება, რომელიც WPT-ის სპონსორობით გაიმართება.
„ჩვენ კვლავ ვისწრაფვით გავამყაროთ კომპანიის პოზიციონირება როგორც, არა მარტო საქართველოს ბაზრის ლიდერის, არამედ, გლობალური ოპერატორის პოზიცია“, – აცხადებს Europe-Bet.com-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლას ფლეიდერმანი, – “World Poker Tour“ – თან თანამშრომლობა დაგვეხმარება დამაჯერებლად დავმკვიდრდეთ პოკერის ბაზარზე. მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, ვუმასპინძლოთ “World Poker Tour“ – ის ღონისძიებებს პრემიერ კლასის პოკერ-კლუბში და მოვახდინოთ ჩვენი ონლაინ-პროგრამის დემონსტრირება.“
მსოფლიო პოკერის ტურის პრეზიდენტი ადამ პლისკა ამატებს: „აზიაში “Ourgame” – თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ეს ახალი შეთანხმება მსოფლიო პოკერის ტურის გლობალური სალიცენზიო ინიციატივის უწყვეტი გაფართოების მაჩვენებელია, რომელიც აფართოებს ტურის საზღვრებს ისე, როგორც არასდროს. Europe-bet.com ისწრაფვის პოკერის ზრდისკენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ხოლო ბატონ ფლეიდერმანთან და მის გუნდთან თანამშრომლობა, მსოფლიო პოკერის ტურს საშუალებას მისცემს გაზარდოს თავისი საქმიანობის არეალი. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დაიწყება ივნისში, „WPT“-ს ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებით, რომელსაც აქვს 200 000$-იანი, გარანტირებული საპრიზო ფონდი და რომლის ფარგლებშიც სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ყველას, ვინც დაკავშირებულია Europe-bet.com-ის შესანიშნავ პოკერ-კლუბთან”.
ევროპა–ბეთის შესახებ
2010 წელს დაარსებულმა Europe-Bet.com-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც უმსხვილესმა დამოუკიდებელმა ოპერატორმა საქართველოს სათამაშო ბაზარზე. ის მომხმარებელს სთავაზობს ტოტალიზატორს, პოკერს, კაზინოს და მობილურ თამაშებს, როგორც ონლაინ, ასევე ლაივ რეჟიმში. მას შემდეგ, რაც საქართველოში ოფიციალურად წარმოებს აზარტული თამაშების რეგულირება, Europe-bet.com-მა პირველივე დღეებიდან დაიწყო საკუთარი, დამოუკიდებელი ონლაინ-პოკერის სისტემის განვითარება და მოაწყო ტურნირების მრავალფეროვანი სერიები. გარდა ონლაინ მიმართულებისა კომპანია მართავს ტოტალიზატორების, პოკერ კლუბის, ელექტრონული კაზინოებისა და სლოტ კლუბების მრავალრიცხოვან ფილიალებს.
მსოფლიო პოკერის ტურის შესახებ
„მსოფლიო პოკერის ტური“ („WPT“) უმთავრესი სახელია საერთაშორისო სათამაშო ბაზარზე, რომელიც საკუთარი ბრენდით წარმოადგენს სხვადასხვა მსხვილ ტურნირებს, სატელევიზიო გადაცემებს, ონლაინ და მობილური ტურნირებით. 2002 წელს, პოკერის სპორტის სახეობად აღიარების შემდეგ, „მსოფლიო პოკერის ტურმა“ ბიძგი მისცა მსოფლიო ბუმს პოკერის განვითარებაში, შექმნა რა უნიკალური სატელევიზიო შოუ, რომლიც დაფუძნებულია მაღალი ლიმიტების მქონე პოკერის ტურნირებზე. WPT გადის მთელს მსოფლიოში, 150-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო ეთერში. ამჟამად მისი მე-13 სეზონის ტრანსლირებას აშშ-ში აწარმოებს სატელევიზიო არხი FSN. მსოფლიო პოკერის ტურის მე-13 სეზონის სპონსორია ClubWPT.com – უნიკალური ონლაინ საიტი, რომელიც უზრუნველყოფს თავისი წევრებისთვის მსოფლიო პოკერის ტურზე წვდომას, ასევე ხელმისაწვდომს ხდის მათთვის პოკერის კლუბს აშშ-ს 35 შტატში. გარდა ამისა, ClubWPT.com გახლავთ Alpha8 სერიის ტურნირების მე-2 სეზონის სპონსორი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ეთერში გადის აშშ-ში, სატელევიზიო არხზე FOX Sports 1. WPT Enterprises Inc. წარმოადგენს bwin.party digital entertainment plc.-ს შვილობილ კომპანიას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს WPT.com.
® 2015 WPT Enterprises, Inc. ყველა უფლება დაცულია.
„WPT“, „World Poker Tour“ და „Spade Card Design“ წარმოადგენს „WPT Enterprises, Inc.“-ის რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნებს. ყველა უფლება დაცულია.