„ჩაბი ალონსო თავის დემონს ხვდება“

თარიღი: ნოემბერი 4, 2013

„ჩაბი ალონსო თავის დემონს ხვდება“ – ამ სათაურით აქვეყნებს ესპანური „მარკა“ პუბლიკაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ტურინის „იუვენტუსსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ხვალ გასამართ მატჩს ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის. მოგეხსენებათ, ეს მსაჯი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას მოემსახურა. იმ მატჩში ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა ალონსოს გულმკერდის არეში გაშლილი ფეხი ჩაარტყა, თუმცა უებმა ჰოლანდიელი ფეხბურთელი მოედნიდან არ გააძევა.

„რეალს“ ჰოვარდ უებთან თბილი მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებს. ინგლისელმა არბიტრმა „რეალის“ მონაწილეობით უკანასკნელი მატჩი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე იმსაჯა, როდესაც „სამეფო კლუბმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა, თუმცა წყვილის პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით დამარცხების გამო, ტურნირს გამოეთიშა.

უები სჯიდა „რეალის“ მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის 2011/2012 წლების სეზონის ნახევარფინალურ მატჩსაც, რომელშიც მადრიდული კლუბი მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ჰოვარდ უებმა „იუვენტუსის“ მონაწილეობით მატჩი 2009 წლის 30 სექტემბერს განსაჯა. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბიანკონერი“ „ბაიერნს“ უგოლოდ დაუზავდა.

მატჩი „იუვენტუსსა“ და „რეალს“ შორის სამშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნეიმარი: “წარმოუდგენელიც კი იყო, რომ ნახევარფინალში ვერ გავსულიყავით”

“პარი სენ-ჟერმენის” ლიდერმა, ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ატალანტასთან” გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

12 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “პარი სენ-ჟერმენი” “ატალანტას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-მა “ატალანტა” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალში

“ეშტადიუ დუ ბენფიკაზე” ბერგამოს “ატალანტასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედეგორი “რაელს” დროზე ადრე დაუბრუნდა

“რეალ სოსიედადის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მადრიდის “რეალმა” მარტინ ედეგორის ორწლიანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკში” კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დადასტურდა

ბილბაოს “ატლეტიკში” კორონავირუსული ინფექციის ექვსი შემთხვევა დადასტურდა. “ატლეტიკის” მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე რონი: “თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, 1000 ადამიანს პიცას შევუძენ”

ბერგამოს “ატალანტას” ნახევარმცველმა, მარტენ დე რონმა განაცხადა, რომ თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადამა ტრაორეს დრიბლინგი “სევილიასთან” მატჩში (ვიდეო)

11 აგვისტოს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალში “ვულვზი” “სევილიას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობისას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ბარსელონას” პრესსამსახური იუწყება, რომ გუნდის ცხრიდან ერთ ფეხბურთელს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნულ მოთამაშეს დღეს ძირითად...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 აგვისტო

“ჩელსი” და “ბარსა” ტალიაფიკოს ტრანსფერისთვის იბრძვიან ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები კატალონიის “ბარსელონა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მექსიკურმა კლუბმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გამოაცხადა

მექსიკურმა საფეხბურთო კლუბმა “ტლასკალამ” სოციალურ ქსელში საკუთარ მიკრობლოგზე კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გამოაცხადა. ეს ინფორმაცია, რა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერმა” ევროპის ლიგაზე რეკორდი დაამყარა

უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერმა” ლევერკუზენის “ბაიერი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. იტალიური კლუბი ევრო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარელას ლამაზი გოლი “ლევერკუზენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Inter 1-0 Bayer Leverkusen (Barella) with a stunning finish with the outside of […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანჩინი: “პირლოს გაუმართლა. მე კარიერა “ფიორენტინაში” დავიწყე და არა 

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ტურინის “იუვენტუსის” თავკაცის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნის შესახებ კომენტარი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 აგვისტო

“რეალი” დიბალას სანაცვლოდ კროოსს ან ისკოს შეელევა მადრიდის “რეალის” ახალ სატრანსფერო სამიზნეს ტურინის “იუვენტუსის”...
წაკითხვა