ყველა გზა ლეოსთან მიდის

თარიღი: იანვარი 11, 2014

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება, სადაც მადრიდის „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ მიიღებს. გათამაშების ლიდერთა მატჩზე დასასწრები ბილეთების შოვნა უკვე შეუძლებელია. ესპანელი ჟურნალისტები უბილეთოდ დარჩენილ ინჩასებს თანაუგრძნობენ და იუწყებიან, რომ მატჩზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება მოლოდინია, რომ სეზონური აბონემენტის მქონე რომელიმე ქომაგი სტადიონზე არ მივა. თუმცა, რომელი ჭკუათმყოფელი ამჯობინებს ამ შეხვედრის შინ ყურებას?

დაბრუნება — ნახევარ საათში გაგიჟებული მსოფლიო
მიმდინარე სეზონი ლეო მესისთვის ცოტა უცნაურია. არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე სამჯერ მოასწრო ტრავმის მიღება, რის გამოც ორი თვე და 12 მატჩი გამოტოვა. ამის მიუხედავად, მესიმ ორიოდე დღის წინათ, „ხეტაფესთან“ გამართულ სათასო მატჩში ტრიუმფალური დაბრუნება მოიწყო და შეხვედრის ბოლო 30 წუთში ორი გოლი გაიტანა.

შესრულებულმა დუბლმა ლეო „ბარსელონას“ ბომბარდირთა სათავეში მოაქცია, მატჩის შემდეგ კი ნამდვილი სიგიჟე დაიწყო. ლიდერის დაბრუნებით გახარებულმა თანაგუნდელებმა მესის გასახდელში ცეკვა მოუწყვეს, არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. „მონსტრი დაბრუნდა!“ – ასეთი კომენტარი დატოვა ალექს სონგმა ერთ-ერთ სურათზე.

ჭკუიდან ქომაგებიც გადავიდნენ. „ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყებოდა, რომ დუბლის შესრულების მომენტში მესის გვარი „ტვიტერზე“ 24 ათასჯერ დაიწერა, მთლიანად მატჩის მიმდინარეობისას კი – 300 ათასჯერ.

კატალონიურ გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივოს“ ზედიზედ სამი დღის განმავლობაში პირველი გვერდიდან მესის სურათი არ ჩამოუშორებია. არგენტინულმა გაზეთმა „ოლემ“ კი ერთი დღით გამოცემის სახელწოდება შეცვალა და „ლეო“ დაირქვა. მესის მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ საფეხბურთო მსოფლიო კიდევ ერთხელ გაეგიჟებინა.

ყველა ესპანელი ჟურნალისტი არ არის დარწმუნებული, რომ დღევანდელ მატჩში ლიონელ მესი სასტარტო წუთებიდანვე მოედანზე იქნება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გარისკვას სჯობს, მესი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ათამაშონ, თუმცა სპორტულ ჟურნალისტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ლეო ძირითად შემადგენლობაში იქნება. სავარაუდოდ, სასტარტო განაცხადში მოხვდება ნეიმარიც, რომელმაც „ხეტაფესთან“ გამართული შეხვედრა მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მესიმ დღეს აუცილებლად უნდა გაიტანოს. მისთვის „ატლეტიკო“ ყველაზე სასურველი მეტოქეა. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის წინააღმდეგ 14-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მესიმ „ატლეტიკოს“ ქომაგთა დამწუხრება სათასო დაპირისპირებაში სამჯერ მოახერხა.

შეხვედრა — სიმულანტი სიმეონე
ცალკე ინტრიგას იწვევს დღეს მონაწილე გუნდთა არგენტინელი თავკაცების დუელი. საუბარია „ბარსას“ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოსა და „ატლეტიკოს“ დამრიგებელ დიეგო სიმეონეზე.

ესპანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმეონემ 1987/88 წლების სეზონში მომხდარი ერთი საინტერესო შემთხვევა გაიხსენა. თურმე, „ნიუელს ოლდ ბოისსა“ და „ველესს“ შორის გამართულ მატჩში სიმეონემ მარტინოსთან ორთაბრძოლისას სიმულაციას მიმართა, რის გამოც ხერარდო მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით წითელი ბარათი თავად დიეგომაც მიიღო, თუმცა მისმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგო.

აი, მწვრთნელის რანგში სიმეონეს ხერარდოსთვის არასდროს არ მოუგია. ეს მწვრთნელები სეზონის სტარტზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ესპანეთის სუპერთასისთვის გაჩაღებულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით ტიტული კატალონიელებს დარჩათ. ვნახოთ, ვინ აჯობებს დღეს. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება და მას 36 წლის არბიტრი ანტონიო მატეუ განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სასწაული აცილება ევროპის ლიგის მატჩში (ვიდეო)

26 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “ვულვზი” მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა. ორი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსის სიტყვები დე ბრუინის გოლის შემდეგ

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალდანო: “ელ კლასიკო” ხეიბრების ბრძოლასაა დამსგავსებული”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, პრესასთან მოახლოებულ “ელ კლასიკოზე” ისაუბრა. 64 წლის სპეციალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემი საკუთარ კლუბში მესისა და რონალდუს მიწვევას აპირებს

“ინტერ მაიამის” მფლობელმა დევიდ ბექჰემმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ბრუინი: “მატჩის დაწყებამდე, არ ვიცოდით, როგორ უნდა გვეთამაშა”

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა, კევინ დე ბრუინმა მადრიდის “რეალთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბელგიელი ნახევარმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ათი წუთით კონცენტრაცია დაგვაკლდა”

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” — “მანჩესტერ სიტი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” – “მანჩესტერ სიტი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” დაუპირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ბარსელონაში წასვლამდე ჩაფხუტებსა და აბჯრებს შევიძენთ”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონასთან” დაფიქსირებული საბრძოლო ფრის (1:1)...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ეს გვარდიოლა-ზიდანის დაპირისპირება არ არის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ფრანგ სპეციალისტ იმედი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” — “ბარსელონა” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ, ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერარდი და სუარესი კროოსის “ლივერპულში” გადაბირებას ცდილობდნენ

გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტონი კროოსი აღიარებს, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლამდე “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე: “მარადონა უნიკალური ფეხბურთელი იყო, მაგრამ მე მესის ვირჩევ”

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ “ნაპოლისთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მარადონასა და მესის შესახებ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე: “ბარსელონა” ფავორიტი არაა, არასოდეს დაგვავიწყდება “ლივერპული”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ “ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კი...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ჩვენ მხოლოდ მესის წინააღმდეგ არ ვთამაშობთ”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი ლიონელ მესის შესახებ ...
წაკითხვა