ზაალ ჩაჩავა და კახა ჩხეტიანი: “მსგავსი რამ არასდროს მომხდარა”

თარიღი: მაისი 23, 2019

ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა, ზაალ ჩაჩავამ  ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ისაუბრა და უარყო ბრალდება, თითქოს მან კახა ჩხეტიანს მატჩების გაყიდვა შესთავაზა.

ზაალ ჩაჩავა: “ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში დღეს ერთ-ერთი სპორტული ჟურნალისტის მიერ, რომელიც გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. პათოსი იყო ასეთი – კლუბში მისვლისას მე, ზაალ ჩაჩავამ, გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მატჩების გარიგების წინადადებით მივმართე.

აბსურდული ბრალდების უპასუხოდ დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ. უახლოეს დღეებში საჭირო პირებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ვაპირებ ჟურნალისტს ცილისწამებისთვის ვუჩივლო.

მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და აზრადაც კი არ მომსვლია კახა ჩხეტიანისთვის ოდესმე ეს მეთქვა. სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ თავისი პროვოკაციებით იმიჯი შეულახონ როგორც კლუბებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, ასევე სფფ-ს დიდ შრომას.”

კახა ჩხეტიანი: “ტელეკომპანია “მაესტროს” დღევანდელ ეთერში გარიგებული მატჩებისადმი მიძღვნილი გადაცემა გავიდა, სადაც სხვადასხვა სტუმრები იყვნენ მიწვეულნი.

გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ზაალ ჩაჩავამ კლუბში მოსვლის შემდეგ მატჩების გარიგება შემომთავაზა, რაზეც, მისი თქმით, ჩემგან უარი მიიღო.

ლოგიკურია, რომ ამ ბრალდებას და ცილისწამებას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი. მსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა – ზაალ ჩაჩავას ჩემთვის მატჩების გარიგება არ შემოუთავაზებია! უფრო მეტიც, ის არასდროს ჩარეულა ე.წ. საფეხბურთო საკითხებში, იქნებოდა ეს ფეხბურთელის მოყვანა/გაშვება, შემადგენლობის დაყენება თუ სხვა…”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სუსმა მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 11 ფეხბურთელი დააკავა.  დაკავებულთა შორის “ვიტ ჯორჯიას”, “ჭიათურას” და “გურიას” ფეხბურთელები არიან.

“ტორპედოში” დღეს ფინანსური კრიზისი მძვინვარებს და გუნდი დაშლის პირას დგას.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” რუმინეთის უიმედო აუტსაიდერთან დამარცხდა

თბილისის “დინამომ” თურქეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბოლო ადგილოსთან, “ვოლუნტართან” 1-3 [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამგურალი” და “დინამო ბათუმი” – გუნდები საუკეთესო ტრანსფერე

ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა უცხოეთში გაედინება და ყახახეთში, ლატვიაში ან უკრაინაში მიდიან. საოცრად დასუსტდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 იანვარი

“ბენფიკას” მაკარიძე სურს უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის წამყვან კლუბებს გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰოლანდის ახალი მეგობარი გოგონა” – დორტმუნდის “ბორუსიას” პოს

18 იანვარს დორტმუნდის “ბორუსიაში” ერლინგ ჰოლანდის დებიუტი შედგა. 19 წლის თავდამსხმელი “აუგსბურგთან” მატჩში მოედანზე 56-ე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაზემიროს დუბლით “რეალმა” “სევილია” დაამარცხა (ვიდეო)

ლა ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს, 20 იანვარს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა. ესპანეთის სუპერთასის მოგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდს სადებიუტო გოლის გასატანად მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა (ვიდეო)

ამ წუთებში მიმდინარეობს ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრა “აუგსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის. აღსანიშნავია, რომ ამ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიეჩი: “ფეხბურთი დიდი თოჯინების შოუა, რომელიც უარესი ხდება”

ამსტერდამის “აიაქსის” ერთ-ერთი ლიდერი ჰაკიმ ზიეჩი პრესასთან საუბრისას ძალიან საინტერესო თემას შეეხო და აღნიშნა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ ერიქსენის საქმესთან დაკავშირებით კონტეს წაკბინა

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პრესასთან საუბრისას ანტონიო კონტეს უკბინა, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა კრისტიან [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სპორტინგის” მწვრთნელი: “ბრუნო პრემიერ ლიგაში თამაშს იმსახურებს”

“სპორტინგის” მთავარმა მწვრთნელმა, სილასმა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბრუნო ფერნანდესზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” დიბალას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა პაულოდ დიბალასთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გადაწყვიტეს. ეს ყოველივე ევროპული გრანდების მიერ დიბალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, წლის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში სპეციალური პრიზი გადასცა. ფეარ პლეის შედეგების გათვალისწინებით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუერო “კრისტალ პალასთან” სპეციალური ბუცებით ითამაშებს (ფოტო)

18 იანვარს “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” დაუპირიპირდება. ამ მატჩში სერხიო აგუერო “პუმას” მიერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დინამოში” გვინეელი შემტევი და მონტენეგროელი მცველები ისინჯებიან

თბილისის “დინამო” თურქეთში 2-კვირიან შეკრებაზე იმყოფება და დღეს რუმინულ “ვოლუნტართან” გამართავს პირველ შეხვედრას. გუნდს სინჯებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიამ 92-ე წუთზე გატანილი გოლით “ქონიასპორს” მოაგებინა (ვიდეო)

17 იანვარს, თურქეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლევან შენგელიას “ქონიასპორი” სტუმრად “ანკარაგიუჯუს” დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ეშლი იანგი მილანის “ინტერის” ფეხბურთელია

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას ეშლი იანგის ტრანსფერის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება, “მანჩესტერ იუნა...
წაკითხვა