ზაჰა: “ის ჩემი კუმირია!”
“კრისტალ პალასის” შემტევმა, ვილფრიდ ზაჰამ სულ ცოტა ხნის წინ კოტ დ’ივუარის მოქალაქეობა მიიღო და სწორედ ამ ქვეყნის ნაკრებში იასპარეზებს. 24 წლის ფეხბურთელი ჟურნალისტებს ესაუბრა და მან პრემირ ლიგაში საკუთარ კუმირად დიდიე დროგბა დაასახელა. ეს უკანასკნელი სწორედ კოტ დ’იუვარის ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა წლების განმავლობაში.
“დროგბა პრემირ ლიგაში ჩემი კურმირია. ის “ჩელსის” მაისურით საოცრებებს ახდენდა. ნებისმიერ მცველს უჭირდა მისი შეჩერება, რადგან ალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო მოედანზე.” – განაცხადა ზაჰამ