ზამთარში “პორტუ” იკერ კასილასის გაყიდვას შეეცდება
პორტუგალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “პორტუს” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იკერ კასილასის გაყიდვას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მადრიდის “რეალის” ექს-მეკარეს ბევრი მსურველი გამოუჩნდა, თუმცა, მან კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე გააკეთა არჩევანი.
El Pais-ის ცნობით, ბოლო დროს კასილასს პორტუგალიურ კლუბში გარკვეული პრობლემები ჰქონდა – როგორც ცნობილი ხდება, ის ვარჯიშებზე შესაფერისად არ მუშაობდა და მობილური ტელეფონის გამოყენებაშიც გამოიჭირეს მაშინ, როდესაც ეს აკრძალული იყო.
შეგახსენებთ, რომ კასილასი “პორტუში” “რეალიდან”, 2015 წელს გადავიდა და პორტუგალიელები მას საკმაოდ დიდ ხელფასს უხდიან (წელიწადში 5 მილიონი ევროს ოდენობის).