ზამთრის 7 ჩაშლილი ტრანსფერი
ვაგრძელებთ სატრანსფერო ფანჯრის შეჯამებას. დღეს იმ ტრასნფერებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ბოლო მომენტში არ შედგა.
ვუჩინიჩ-გუარინის ბარტერი
“იუვენტუსი” – “ინტერი”
ვუჩინიჩ-გუარინის საქმე სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ამბავი იყო. თუმცა, შეთანხმება ბოლო წამს, “ინტერის” ფანებმა ჩაშალეს. ულტრასებმა იმდენად შეაშინეს კლუბის პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი, რომ ამ უკანასკნელმაც შეთანხმება დაარღვია და ტრასნფერიც არ განხორციელდა. ეს ქმედება უარყოფითად აისახა ტოჰირის რეპუტაციაზე იტალიის საფეხბურთო წრეებში.
ევგენი კონოპლიანკა
“დნიპრო” – “ლივერპული”
ინტრიგა ამ ტრასნფერის ირგვლივ ბოლო წუთებამდე გრძლდებოდა, თუმცა მხარეები მოლაპარაკება ვერ მოასწრეს.
ტრანსფერი “დნიპროს” მფლობელმა იგორ კოლომოისკიმ დაბლოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი არ აკმაყოფილებმდა. არადა “ლივერპულს” კონოპლიანკასთან ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა.
“ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა ტრანსფერის განსახორციელებლად. უკრაინაში ჩვენი ექიმებიც კი გაფრინდნენ. არც ფინანსურ საკითხო იყო გადაწმყვეტი. საწყენია, რომ მოთამაშის სურვილის მიუხედავად, მისი გადმოყვანა ვერ შევძელით. ზაფხულში კონოპლიანკას აუცილებლად დავუბრუნდებით” – განაცხადა ბრენდან როჯერსმა.
იულიან დრაქსლერი
“შალკე” – “არსენალი”
“არსენალის” მთავარი სამიზნე გასულ სატრანსფერო ბაზარზე, “შალკეს” ფეხბურთელი იულიან დრაქსლერი იყო. თუმცა, მოლაპარაკება ფინანსური ფაქტორის გამო ჩაიშალა. ბრიტანული პრესის ცნობით, “მეთოფეებს” “შალკეს” მიერ დასახელებული თანხა ეძვირათ. აღსანიშნავია, რომ “არსენალი” მზად იყო დრაქსლერშ 36 მილიონი ევრო გადაეხადა.
ელიაკიმ მანგალა
“პორტო” – “მანჩესტერ სიტი”
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებზე ფეხბურთელების დიდ ფასად გაყიდვა, პორტუგალიური კლუბების ტრადიციად იქცა. წელს ამ მხრივ თავის გამჩენის შანსი “პორტოს” ჰქონდა, რომელიც იანვრის ბოლოს “სიტისგან” აპირებდა დიდი თანხის მიღებას. სანაცვლოდ კი, ელიაკიმ მანგალას დათმობაზე აცხადებმა თანხმობას.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რომოდენიმე დღით ადრე “სიტიმ” პორტუგალიელებს 38 მილიონი შესთავაზა. როგორც ჩანს “პორტოს” მესვეურები მეტს ითხოვდნენ და ტრასნფერიც არ შედგა.
ანდრეა რანოკია
“ინტერი” – “გალათასარაი”
წლის დასაწყისში რანოკიას ბედს დორტუმინდის “ბორუსიას” უკავშირდებდნენ. იანვრის შუა რიცხვებში გერმანული კლუბი “ინტერს” ფეხბურთელში 7 მილიონს სთავაზობდა, თუმცა მილნელები 12-ს ითხოვდნენ, რაზეც “ბორუსიამ” უარი განაცხადა და საქმეში “გალათასარაი” ჩაერთო. თურქული კლუბის მწვრთნელ, რობერტო მანჩინის რანოკიას შეძენა საგანგებოდ ჩემპიონთა ლიგისთვის სურდა, თუმცა რგოროც ჩანს “ინტერის” მადა ვერც “გალას” ბოსებმა დააკმაყოფილეს.
ნანი
“მანჩესტერი” – “ინტერი”
იანვრის ბოლო დღეებში “ინტერი” “მანჩესტერიდან” ნანის გადაბირებას ცდილობდა. პორტუგალიელმა მანჩესტერული კლუბის ძირითადში ადგილი დაკარგა და ტრანსფერიც სავსებით რეალური ჩანდა.
მილანელებს ნანის დამატება იჯარის წესით სურდათ, თუმცა 27 წლის ფეხბურთელთან შეთანხმება არ შედგა.