ზამთრის თასი 2018 – “ლოკომოტივი” ჩემპიონია!

თარიღი: იანვარი 15, 2018

14 იანვარს, ზამთრის თასი 2018-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს ეროვნული ლიგის წარმომადგენელი „ლოკომოტივი“ და ეროვნულ ლიგა 2-ში ახლად გადმოსული „შევარდენი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ლოკომოტიველთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით – 4:0 დასრულდა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მატჩი პირველი წუთებიდან აქტიური შეტევებით დაიწყო და თეიმურაზ შონიამ უკვე მე-7 წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა. ამ მომენტიდან ზუსტად 2 წუთში დავით ოდიკაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ლოკომოტივმა“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ლოკომ მეტოქის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მე-12 წუთზე გიორგი გაბაძემ სხვაობა სამამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში მეორე ნახევარში დაფიქსირდა, მე-18 წუთზე გიორგი ნადირაძის კარი გიორგი კიკნაძემ აიღო.

ფინალურ შეხვედრამდე გულშემატკივარმა მესამე ადგილისთვის მატჩი იხილა. „ნორჩი დინამოსა“ და “ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 5:5 დასრულდა. პენალტების სერია კი დინამოელებმა უკეთ შეასრულეს და მეტოქე ანგარიშით – 4:3 დაამარცხეს.

ზამთრის თასი 2018-ის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი დავით უბილავა დასახელდა. ბომბარდირი კი 8 გატანილი გოლით თბილისის „ნორჩი დინამოს“ შემტევი, გიორგი ჯინიკაშვილი გახდა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გუნდებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი ჯილდოები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ გადასცეს. თბილისის „ლოკომოტივმა“ ჩემპიონის თასთან ერთად 15 000 ლარი მიიღო, მეორე ადგილოსან „შევარდენს“ 10 000 ლარი გადაეცა, მესამე ადგილზე გასულ „ნორჩ დინამოს“ კი – 5000.

Eliga.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “20 წლის რომ ვიყო, ოთხ გოლს გავიტანდი”

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბოლონიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მილანელებმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალვარო მორატა “იუვენტუსში” ბრუნდება

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას იტალიაში, კერძოდ კი ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. 27 წლის ესპანელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაკიტიჩი: “მესი და სუარესი ჩემი ახლო მეგობრები არასდროს ყოფილან”

“ბარსელონადან” “სევილიაში” დაბრუნებულმა ივან რაკიტიჩმა ყოფილ თანაგუნდელებთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. “მესი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მადლობა ევროსეზონისთვის!” – მოსკოვის “დინამოს” ფანებმა საკუ

21 სექტემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში მოსკოვის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “ტამბოვი” მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდო ტორესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ფერნანდო ტორესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 36 წლის თავდამსხმელმა თერთმეტეული იმ მოთამაშეებისაგან […...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანი “სიტის” მესამე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ილკაი გიუნდოგანი “მანჩესტერ სიტის” მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კორონავირუსის ტესტირებაზე დადებითი პასუხი მიიღო. შედეგად, გერმანელი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი გოლი გაუშვა კეპამ ბოლო 16 დარტყმიდან?

ლონდონის “ჩელსის” ძვირადღირებული მეკარე, კეპა არისაბალაკა, კვლავაც საშინელ ფორმაში იმყოფება. ესპანელმა მეკარემ “ლივერპულთან” მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კულიბალის დრო წავიდა – გვარდიოლას ახალი სამიზნე ჰყავს

“ნაპოლის” კალიდუ კულიბალი ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც მესის შემდეგ ყველაზე მეტად უწინასწარმეტყველებდნენ “მანჩესტერ სიტიში”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანმა” სეზონის გახსნით მატჩზე ათასამდე მედიკოსი დაპატიჟა

21 სექტემბერს “მილანი” იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სესკ ფაბრეგასმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“არსენალისა” და “ჩელსის” ყოფილმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ სადიო მანე ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუს გოლი “სამპდორიას” კარში იხილეთ ვიდეო CRISTIANO RONALDO WHAT A FINISH..pic.twitter.com/zKCYlBe2qb — The CR7 [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიტალი დარასელია “საბურთალოს” ოლქში იყრის კენჭს

ლეგენდარული ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას შვილი, ვიტალი დარასელია უმცროსი საბურთალოს ოლქში კენჭს პარტია “თავისუფალი დემოკრატებიდან” იყრის....
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიაგო ალკანტარამ “ლივერპულში” ჩატარებულ სადებიუტო მატჩში პრემიერ ლიგის რეკორდი

20 სექტემბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. [&helli...
წაკითხვა