ზამთრის თასი 2019-ის ფინალი | ცხინვალი – დინამო თბილისი

თარიღი: იანვარი 13, 2019

12 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019-ის პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართა.

გაგრა 1:2 რუსთავი

გოლები: 0:1 კიტეიშვილი (6), 1:1 ბრეგვაძე (16), 1:2 სილაგაძე (21)

დღევანდელი სათამაშო დღის პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს წინააღმდეგ “გაგრა” და “რუსთავი” წარსდგნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გულშემატკივარმა საინტერესო თამაში იხილა. მე-6 წუთზე პაატა კიტეიშვილის გოლით ანგარიში რუსთაველებმა გახსნეს და პირველი ნახევარი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. გაგრელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის სტარტზე მოახერხეს, მე-16 წუთზე შედეგიანი დარტყმა თენგიზ ბრეგვაძემ შეასრულა. დაძაბული შეხვედრის ბედი 21-ე წუთზე გადაწყდა, გამარჯვების გოლის ავტორი ლუკა სილაგაძე გახდა.

შევარდენი 1906 0:6 ლოკომოტივი

გოლები: 0:1 კირკიტაძე (9), 0:2 კირკიტაძე (11), 0:3 უბილავა (13), 0:4 უბილავა (19), 0:5 კიკაბიძე (23), 0:6 კობახიძე (24)

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის “ლოკომოტივმა”. მეოთხედფინალში თბილისელები თანაქალაქელ “შევარდენი 1906”-ს დაუპირისპირდნენ. შეხვედრის საწყისი წუთები ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ლოკომ ორი უპასუხო ბურთი გაიტანა და გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლა. მე-9 და მე-11 წუთებზე დუბლი თორნიკე კირკიტაძემ შეასრულა. მატჩის მსვლელობა მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა, “ლოკომოტივმა” კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა.

დღესვე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი 2019-ის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

ცხინვალი 3:0 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 ლ. ქურდაძე (8), 2:0 ლ. ქურდაძე (11), 3:0 გ. ქურდაძე (23)

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს თბილისის “ლოკომოტივი” და “ცხინვალი” დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ცხინვალელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. “ცხინვალის” წარმატებაში დიდი როლი გუნდის უდავო ლიდერმა, ლევან ქურდაძემ ითამაშა. გამოცდილმა მცველმა მე-8 და მე-11 წუთებზე ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და ამით მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. საბოლოოდ, ცხინვალელებმა “ლოკომოტივს” კიდევ ერთი გოლი გაუტანეს და ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშების ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

დინამო თბ 5:3 რუსთავი

გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (4), 1:1 სილაგაძე (6), 2:1 ჭავჭანიძე (7), 3:1 აწყურელი (13), 3:2 ციცქიშვილი (15), 4:2 ჯანგველაძე (17), 4:3 ხუხუა (23), 5:3 მოისწრაფიშვილი (24)

დაძაბული გამოდგა თბილისის “დინამოსა” და “რუსთავს” შორის გამართული მეორე ნახევარფინალური შეხვედრა. ორივე გუნდი აქტიურად უტევდა და გულშემატკივარმა საგოლე მომენტები ორივე კართან იხილა. დინამოელებმა მოისწრაფიშვილისა და ჭავჭანიძის გოლებით პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, “დინამო” უპირატესობას ფლობდა, თუმცა არც “რუსთავი” აპირებდა მარტივად შეხვედრის დათმობას. საბოლოოდ გულშემატკივარმა ორივე კარში ხუთი გატანილი გოლი იხილა და დედაქალაქელებმა მეტოქე ანგარიშით 5:3 დაამარცხეს. “დინამო” ზამთრის თასის ფინალში მეორედ იასპარეზებს. პირველად ეს 2017 წელს მოხდა და მაშინ დედაქალაქური კლუბი გადამწყვეტ შეხვედრაში “გაგრასთან” დამარცხდა.

ზამთრის თასი 2019-ის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს “ცხინვალი” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდებიან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 იანვარს, 18:45 საათზე გაიმართება. მანამდე კი, 11:00 საათზე მესამე ადგილისთვის ერთმანეთს 2018 წლის გათამაშების გამარჯვებული, თბილისის “ლოკომოტივი” და “რუსთავი” შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის თასი 2019-ზე დასწრება სრულიად უფასოა და დარბაზში მოსულ გულშემატკივარს ორგანიზატორებისგან რამდენიმე სიურპრიზი ელით.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“საბურთალო” – ზაგრების “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “საბურთალო” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” “ახალი მესის” სანაცვლოდ 16 მილიონ ფუნტს იხდის

“სქაი სპორტსის” ცნობით, “მანჩესტერ სიტი” “ველეს სარსფილდთან” მოლაპარაკებას აწარმოებს ტიაგო ალმადას შესაძლო ტრანსფე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი ბილეთია გაყიდული “საბურთალო” – “დინამო ზაგრების” მატ

თბილისის “საბურთალო” 21:30 წუთზე ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდება და 18 საათისთვის 7592 ბილეთია გაყიდული. მიხეილ მესხის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დილა” დიდიე კოუგბენიამ დატოვა

გორის “დილა” 23 წლის ტოგოელმა შემტევმა, დიდიე კოუგბენიამ დატოვა. კოუგბენია “მაქაბი ნეთანიას” დაუბრუნდა და იმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რუსთავმა” თევზაძე და დე ლა სოუზა დაიმატა

რუსთავის “რუსთავმა” მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე და თავდამსხმელი რაფაელ დე ლა სოუზა დაიმატა. 22 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაქსიმე ქვილითაია ირანში გადავიდა

ქუთაისის “ტორპედოს” ვიცე-კაპიტანი, მაქსიმე ქვილითაია კარიერას ირანში გააგრძელებს. ქვილითაია ირანის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ გუნდში, “...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შევარდენმა” 4 უკრაინელი და 2 ქართველი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა “შევარდენი 1906”-მა 6 ფეხბურთელი დაიმატა. “შევარდენში” კარიერას 2 ქართველი – მეკარე გიორგი ნადირაძე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება სოციალურ ქსელში

დღეს, იაპონიის ქალაქ საიტამაში ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს “ჩელსი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. მატჩა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანმა გარეტ ბეილის შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ზიზუმ რამდენიმე დღის თქვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ნაბილ ფეკირი “რეალ ბეტისის” ფეხბურთელია

“რეალ ბეტისის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას “ლიონის” ლიდერის, ნაბილ ფეკირის, ტრანსფერის შესახებ. 26 წლის თავდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 ივლისი

რუგანი ალდერვეირელდის ალტერნატივად Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დიდი შანსია “რომასა” და “ტოტენჰემს” შორის ტობი ალდერვეირელდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალის” ექს-პრეზიდენტი აღიარებს – რატომ დატოვა ზიდანმა “რეალიR

მადრიდის “რეალის” ყოფილი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი, კლუბსა და გარეთ ბეილს შორის არსებულ ბოლოდროინდელ ურთიერთობას ეხმაურება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სილესენი: “ბარსელონას” სათადარიგოთა სკამზე ჯდომას “ვალენსიაში” თამ

“ვალენსიას” კარის დარაჯმა, იასპერ სილესენმა, პრესასთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ მიიღო კატალონიის “ბარსელონას” დატოვების გა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” ანხელ კორეას ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა

იტალიური პრესის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენელი, ჯანლუკა დი მარციო, ირწმუნება, რომ “მილანის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედო” ვიცე-კაპიტანმა დატოვა

ქუთაისის “ტორპედო” ვიცე-კაპიტანმა, მაქსიმე ქვილითაიამ დატოვა, რომელიც კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. დღევანდელ ვარჯიშამდე ქვილითაია თანაგუ...
წაკითხვა