ზაფხულის სარაგბო სეზონის გახსნამდე 24 საათით ადრე
ზაფხულის სარაგბო სეზონის გახსნამდე 24 საათი რჩება. ხვალ, 3 ივნისს 19 საათზე რუსთავის სარაგბო სტადიონზე მზარდი საქართველო და უელსური ქროშეიზ XV(უელსის საშინაო პირველიბის ნაკრები) 2-მატჩიანი სერიის პირველ რკენას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია და იმედი გვაქვს, რომ ქართული რაგბის ქომაგი არ გაუშვებს ხელიდან ეროვნული ნაკრების უახლოესი რეზერვის თამაშის ხილვის შესაძლებლობას და რუსთავის სარაგბო სტადიონის სავსე ტრიბუნებიდან უქომაგებს ‘მზარდ საქართველოს’.
ორ მატჩიან სერიას ქართველი და უელსელი მსაჯები გაუძღვებიან. სერიის პირველ რკენას, უელსელი რეფერი ნილ ჯეიმს ჰენესი იმსაჯებს. ამ უკანასკნელმა 2015 წლის 14 მარტს თბილისში საქართველოს- რუსეთის მატჩი იმსაჯა.
დღეს ორივე გუნდმა რუსთავის სარაგბო სტადიონზე წინა სამატჩო პრესკონფერენციები და კაპიტნის ვარჯიშები გამართეს
ლუი თონქინი, ქროშეიზ XV-ის მთავარი მწვრთნელი: “ჩვენი გუნდი იმავე პრინციპით კომპლექტდება, რომელი გუნდის წინააღმდეგაც თქვენ უელსში ითამაშეთ, მაგრამ ეს სულ სხვა კოლექტივია. ჩვენთან თამაშობენ უელსის შიდა ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები და საქართველოშიც უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვედით. ჩვენ წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და თამაშებს ვმართავთ. საქართველოში წამოსვლამდე უელსის 20-წლამდელთა ნაკრებს ვეთამაშეთ, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. საქართველოს შესახებ საკმაო ინფორმაცია გვაქვს. ვნახეთ როგორც ეროვნული და “მზარდი საქართველოს” თამაშები, ასევე დავაკვირდით თქვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიო ახალგაზრდულ ალაფაზე. ვიცით, რომ ძლიერი შერკინება გყავთ და შემადგენლობაც ამის გათვალისწინებით შევარჩიეთ”.
მზარდი საქართველოს რაზმში ერთი ცვლილებით
მზარდი საქართველოს რაზმში ერთი სიახლეა: 20-წლამდელთა ალაფის დროს მიღებული კისრის ტრავმა გაუმიზეზდა შერკინების კვაჭ ბადრი ალხაზიშვილს. მის ჯეროვან რეაბილიტაციას ათი დღე სჭირდება, ამიტომ მაისაშვილმა მისი დასვენება გადაწყვიტა, ხოლო ალხაზიშვილის ნაცვლად შეკრებაზე გიორგი თედორაძეს (თი ბი სი) უხმეს.
ლევან მაისაშვილი, მზარდი საქართველოს მთავარი მწვრთნელი: “ამ თამაშისთვის მზადებაში ხელი გაურკვევლობამ შეგვიშალა. უელსიდან გვაცნობეს, რომ მათ 21-წლამდელთა ნაკრებით ჩვენს 21-წლამდელების გუნდით უნდა გვეთამაშა და ჩვენს მოთამაშეთა შერჩევა ამის გათვალისწინებით დავიწყეთ. ბირთვი ის გუნდი უნდა ყოფილიყო, რომელმაც პორტუგალიაში “ალაფაზე” ითამაშა და მეც ლისაბონში მიმავლინეს. მერე აღმოჩნდა, რომ ულეის კაცთა გუნდით ჩამოდიოდა, რაც პორტუგალიაში შევიტვყვეთ და სელექციაშიც ცვლილება განხორციელდა, მაგრამ გუნდის მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა.
„მართალია რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ, მაგრამ მაინც ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის საშუალო ასაკიც 23 წელიწადია. არიან ეროვნული გუნდის მოთამაშეებიც, მაგალითად გივი ბერიშვილი და ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც რეაბილიტაცია დაასრულა და ახლა ჩვენთან ითამაშებს. შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიხდა, რაც ტრავმებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, ეროვნული გუნდის ზოგიერთ კანდიდატს დასვენების საშუალება მივეცით.
„ბადრი ალხაზაშვილმა ვარჯიშზე კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც 10 დღე გაუცდება, შესაბამისად, ვერ დაგვეხმარება და მის ნაცვლად 20-წლამდელებიდან გიორგითედორაძეს დავუძახეთ. ვერ დაგვეხმარება ოთარ გიორგაძე, რომელიც ტრავმის მოშუშებას ვერ ახერხებს და დავით პაპავაძეს ვუხმეთ. ტრავმა რამდენიმე ხაზის მოთამაშესაც აწუხებს, თუმცა, შემადგენლობა მაინც ოპტიმალურია.
ხვალინდელ რკენას გუნდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კაპნიის ეგიდით მართავენ
„ვუერთდებით გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ჩვენი თამაშიც ამას მიეძღვნება. ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და მითუმეტეს ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. ჩვენი ვალია, რომ არ ვიყოთ გულგრილები ასეთი მოვლენების მიმართ. ამ ყველაფერთან რაგბის ფასეულობები პირდაპირ კავშირშია და თაობები ისე უნდა ავღზარდოთ, რომ მსგავსი აქციების გამართვა საჭირო აღარ გახდეს”.
გივი ბერიშვილი, მზარდი საქართველოს კაპიტანი: “ცოტა დრო გვქონდა, თუმცა, ვფიქრობ, ხვალინდელი თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადეთ, რაც მწვრთნელების დამსაცურებაა. მათ ისე დაგეგმეს ვარჯიშები, რომ მცირე დროშიც კი, დიდი სამუშაო გავწიეთ. მომავალი თამაში იქნება დაძაბული. ჩვენს წინააღმდეგ გამოცდილი გუნდი. თუ შევძელით მწვრთნელების მითითებების მოედანზე გადატანა, ყველაფერი კარგად იქნება. პირველად ვარ გუნდის კაპიტანი და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მოხარული ვარ ასეთი ნდობისთვის და ვეცდები მწვრთნელების იმედები გავამართლო”.
მზარდი საქართველოს სამატჩო რაზმი:
უკანა ხაზი [ბექები] | ||
15 |
ლევან გოგოლაშვილი |
ბოლნისის ყოჩები |
14 |
ირაკლი გეგენავა |
ბოლნისის ყოჩები |
13 |
გიორგი ფრუიძე |
ქუთაისის აია |
12 |
გიორგი ტალახაძე |
ლელო სარასენს |
11 |
იოსებ კიკვაძე |
ქუთაისის აია |
10 |
მამუკა ნინიძე |
გორის ჯიქი |
9 |
ვაჟა ხუციშვილი |
რუსთავის ხარები |
შერკინება [ფორვარდები] | ||
1 |
არჩილ ბეჟიაშვილი |
ლოკომოტივი |
2 |
ჯაბა ბრეგვაძე |
ბოლნისის ყოჩები |
3 |
ნიკოლოზ ხატიაშვილი |
ორიაკ (სფრ) |
4 |
ნოდარ ჭეიშვილი |
ლა’სენ (სფრ) |
5 |
სანდრო ქოიავა |
ლელო სარასენს |
6 |
გივი ბერიშვილი^კაპ |
ლოკომოტივი |
7 |
დაჩი კოპაძე |
ლელო სარასენს |
8 |
ვახტანგ ამირანაშვილი |
არმაზი |
მარქაფა [სათადარიგოები] | ||
23 |
ირაკლი სვანიძე |
გორის ჯიქი |
22 |
რეზი ჯინჭველაშვილი |
ქუთაისის აია |
21 |
სანდრო მინდიაშვილი |
ლელო სარასენს |
16 |
გიორგი თედორაძე |
თიბიეს უნივერს |
17 |
ირაკლი მირცხულავა |
ტარბ (სფრ) |
18 |
ზურაბ ჯულაყიძე |
ლელო სარასენს |
19 |
გურამ შენგელია |
გორის ჯიქი |
20 |
მიხეილ გაჩეჩილაძე |
კარკერან (სფრ) |
24 |
დავით პაპავაძე |
გორის ჯიქი |
Rugby.GE