ზაფხულის სეზონის პირველ მატჩში ‘ქროშეიზXV’-მა იმარჯვა

თარიღი: ივნისი 4, 2015

გუშინ რუსთავის სარაგბო სტადიონზე მზარდი საქართველოსა და უელსური‘ქროშეიზის’ 2 მატჩიანი ამხანაგური სერიის პირველი შეხვედრით ზაფხულის სარაგბო სეზონი გაიხსნა, რომელშიც სტუმრებმა გაიმარჯვეს (24:17)

 

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლას ეძღვნებოდა

წუხანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. მატჩის დაწყებამდე ძალადობის წინააღმდეგ ხმის ასამაღლებლად და მორაგბეებისთვის წარმატების სასურველად, მოედანზე გავიდნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელენა კვაპილოვა, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და უელსის პარლამეტის სპიკერი დეიმ რომზარი ბათლერი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტი – დენის გეთინი.

ვიდრე მთავარი არბიტრი, ნილ ჰენესი მატჩს დაიწყებდა, ცოცხლად შესრულდა ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნი. უელსის ჰიმნი ქროშეიზის ვიცე-პრეზიდენტებმა და ბრიტანულმა სამხედრო ბენდმა შეასრულეს, ხოლო საქართველოს ჰიმნი, ქართული რაგბის მეგობრებმა, ანსამბლმა ‘იმერმა’ შეასრულა.

 

სერიის პირველი შეხვედრა

სტუმრებმა ჩვენ მორაგბეებს შედარებით აჯობეს სისწრაფეში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უელსელთა ნაკრების საშუალო ასაკს 27 წელი წარმოადგენდა, ჩვენი საშუალო ასაკი კი 23 იყო. მზარდ საქართველოს ეტყობოდა ნაუცბათევად რომ შეიკრიბა და შეთამაშების პრობლემა თვალსაჩინო იყო. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბიჭები უელსელებზე უფრო მალე დაიღალნენ. სტუმრები  კარგად იყვნენ მომზადებული ფიზიკურად. უკეთესად შლიდნენ თამაშს და მეორე ტაიმში იმძლავრეს შერკინებასა და მოლში.

და მაინც, ეს თამაში სიკეთის მომტანი უნდა იყოს იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც მსგავსი დონის გუნდის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ხშირად არ ეძლევათ. ისინი უკეთ დაინახავდნენ საკუთარ შეცდომებს და გამოჩნდა პლიუსებიც. კარგად ითამაშა ‘ლასენის’ მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა, რომელიც ჯანითაც არავის ჩამოუვარდებოდა, ბურთიც კარგად მიჰქონდა, რაქებშიც დაუღალავად იმუშავა და ბურთს ყველა დერეფანში დაეუფლა. ირაკლი სვანიძემ აჩვენა, რომ ჭკვინი მოთამაშეა, სისწრაფითაც არავის ჩამოუვარდება და ინდივიდუალური გარღვევით უელსელებს ლამაზი ლელოც გაუტანა.

ბევრი იშრომა სანდრო ქოიავამ, რომელსაც მატჩის ბოლოს თანაგუნდელებზე მეტი ენერგია შემორჩა, მაგრამ მთლიანობაში, გუნდს აკლდა შეკვრა და შეთამაშება და მარცხიც დიდწილად ამან განაპირობა.

 

მატჩის პერიპეტიები

თამაში სტუმრების აქტიურობით დაიწყო, უელსელები ბურთის გაშლას ცდილობდნენ და ფრთაზე უპირატესობასაც ქმნიდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში ქართველები თავდაუზოგავი ბოჭვებით სხარტი მეტოქეების შეკავებას ახერხებდნენ. ამით რომ არაფერი გამოვიდა, ქროშეიზმა მოლით სცადა ფონს გასვლა და საქართველოს ნაკრები კვლავ დადგა, მე-15 წუთზე კი, გერენტ ოდრისოლმა ჯარიმით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ უელსელებს დარტყმელები აშკარად არ უვარგოდათ. ტაიმის შუაში ბურთზე კონტროლი ქართველებმა დაამყარეს, ვაჟა ხუციშვილმა ფეხით გადაკიდა, ლევან გოგოლაშვილმა ფეხით დაბრუნებული ბურთი კარგად აიტანა, გიორგი ფრუიძემ ხაზი გაჭრა და ნელ-ნელა თამაში გათანაბრდა. მერე ჭეიშვილმა იარა მაგრად, ზურგზე ჩამოკიდებული ოთხი უელსელი დაახლოებით 15 მეტრი ატარა, სტუმრები საკუთარ 22-ში დაჯარიმდნენ და მამუკანინიძემ ანგარიში გახსნა.

ქროშეიზმა ზეიმი არ გვაცალა და თამაშის განახლებისთანავე ხელდახელ კარის პირდაპირ შეგვიტია, მიმყოლებმა ივარგეს, დაცვამ გადაწყობა ვერ მოახერხა და ომ ჯეიმზმალელო, ხოლო დევიდ ლენგდონმა გარდასახვა გაიტანეს. ლელომ უელსელები კიდევ უფრო აათამაშა და ტემპს უმატეს, რასაც გივი ბერიშვილის ტრავმა მოყვა და ის საკაცით გაიყვანეს. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე იოსებ კიკვაძე ფრთაზე გაიქცა,ჭეიშვილმა და ქოიავამ მეტოქის 22-ში მოლით იარეს, უელსელები დაჯარიმდნენ, რასაც 5-მეტრა დერეფანი მოყვა და იქიდან ბრეგვაძემ ალამთან ლელო გაიტანა, მაგრამ მანამდე უელსელმა რეფერიმ თანამემამულეებს ჩაქცევაზე თამაში არ აპატია და საჯარიმო ლელოთი დასაჯა. ნინიძემ ზუსტად გარდასახა, თამაშის განახლების შემდეგ კი, ბრეგვაძეუბურთოსთან თამაშისთვის დაჯარიმდა, მაგრამ ლენგდონმა კარის წინ 35 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა და ტაიმი მზარდმა საქართველომ 10:7 მოიგო.

შესვენებისას მზარდ საქართველოში რამდენიმე შეცვლა განხორციელდა, მაგრამ რადგან შეცვლილ მორაგბეთა დიდი ნაწილი მერე მოედანს დაუბრუნდა, ოქმის წარმოებამ აზრი დაკარგა. მეორე ტაიმის დასაწყისში არეული თამაში გაჩაღდა და ირაკლი გეგენავა ორ მცველს გაექცა, მაგრამ ფეხით თამაშისას შეცდა. მერე ჭეიშვილი დაშავდა, მის ნაცვლად შესულმა გურამ შენგელიამ მოედანზე შესვლიდან დაახლოებით 10 წამში სახიფათოდ შეუტია, მაგრამ მეტოქის ზორბა გარემარბთან პირისპირ დარჩენილმა მისი გადათელვა განიზრახა და კონტაქტისას ისე დაშავდა, რომ მოედნის დატოვება საკაცით მოუწია.

მერე ინიციატივას კვლავ სტუმრები დაეუფლნენ, რომელთაც თამაშის გაშლით არაფერი გამოუვიდათ, რადგან გადამწყვეტ მომენტებში ბურთი წინ უვარდებოდათ. სამაგიეროდ, მათ 5-მეტრა დერეფნიდან მოლი ააგორეს და ლელო გაიტანეს. გარდასახვა არაზუსტი იყო და 10:12. ამის შემდეგ ქართველები კიდევ ერთხელ გაიჭრნენ წინ. სვანიძემ რაქიდან მიიღო ბურთი, თავად დაიძრა, ცრუ მოძრაობით მცველები დააბნია და ხაზი სუფთად გაჭრა, ბოლო ორ მცველს სისწრაფეში ჩაუქროლა და ძელებს შუა შეგირდა. ნინიძემგარდასახა – 17:12.

სამწუხაროდ, ეს უპირატესობა ძალიან ცოტა ხნით შენარჩუნდა. უელსელებმა ჯარიმა აუტში გადაუტანეს, იქიდან კვლავ მოლი ააგორეს და ახლა საქართველოს ნაკრები დაისაჯა ტექნიკური ლელოთი და გარდასახვაც ზუსტი იყო. მერე მიხეილ გაჩეჩილაძესინბინით დაისაჯა, ქროშეიზმა სწრაფად ცვალა ფლანგები და საბოლოოდ დევიდ ლოქიარი ლელოში ალამთან შეხტა. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, მზარდ საქართველოს ანგარიშის გათანაბრების იმედი მიეცა და თავისი ნახევრიდან ხელით უტია, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, 17:24 დამარცხდა და 6 ივნისს რევანშის აღებას ეცდება.

 

ლევან მაისაშვილი, მზარდი საქართველოს მთავარი მწვრთნელი: “ძალიან ბევრ კომპონენტში შეუთამაშებლობის გამო შეცდომები დავუშვით, რაც არ გვაპატია ჩვენმა მეტოქემ. ცოტა არ გაგვიმართლა კიდეც. ბევრი ტრავმები იყო, პირველივე ტაიმში მძიმე ტრავმა მიიღო გუნდის კაპიტანმა და ყველაფერმა ამ თამაშზე იქონია გავლენა. ვეცდებით შემდეგ თამაშში უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები”.

ირაკლი სვანიძე, მზარდი საქართველოს მორაგბე: “რთული მეტოქე იყო, რომელიც სწრაფ, დინამიურ რაგბის თამაშობდა და ცოტა გაგვიჭირდა. შევეცდებით 6-ში უკეთ ვითამაშოთ”.

 

მეორე  შეხვედრა 6 ივნისს კვლავ რუსთავის სტადიონზე

2 მატჩიანი ამხანაგური სერიის მეორე მატჩი მზარდ საქართველოსა და ქროშეიზს შორის 6 ივნისს, შაბათს კვლავ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და პირველი შეხვედრის მსგავსად დასწრება თავისუფალია.

 

უხვტრავმიანობა

როგორც ზემოთ ვახსენეთ, მატჩის მსვლელობისას სამი მოთამაშე დაგვემტვრა – გივი ბერიშვილმა კოჭი მოიტეხა. ექიმების თქმით, იგი ვარჯიშს სავარაუდოდ  ხუთ თვეში დაიწყებს. გურამ შენგელიას შედარებით მძიმე ტვინის შერყევა აღმოაჩნდა და სამ კვირას დაისვენებს, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილს ერთ კვირაში შეეძლება ვარჯიშის დაწყება.

სერიის მეორე შეხვედრისათვის მზარდი საქართველოს სამწვრთნელო შტაბმა სამ მორაგბეს – ოთარ ბარკალაიას (ლელო სარასენს), გიორგი ჭყოიძესა (ლელო სარასენს) დაგიორგი მჭედლიშვილს (გორის ჯიქი) უხმო. გუნდს სერიის მეორე მატჩში ჯაბა ბრეგვაძეუკაპიტნებს, ხოლო სანდრო ქოიავა ვიცე-კაპიტანი იქნება.

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა