ზაფხულის თასი | საქართველო XV – ბრაზილია

თარიღი: აგვისტო 3, 2018

საქართველო XV-ის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, „რაგბის ზაფხულის თასის“ მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის ექვსი მოთამაშე შეცვალა – აქედან ხუთი ხაზში.

ჩვენი გუნდი ‘მიხეილ მესხზე’ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშება. შეხვედრა 21:30 საათზე დაიწყება და არის შანსი, რომ საქართველო XV ტურნირის გამარჯვებული გახდეს.

ამისათვის საჭიროა, რომ ‘რასინგი’ არგენტინა XV-თან დამარცხდეს, ეს მატჩი ფრედ დასრულდეს, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში ფრანგებმა მცირედით იმარჯვონ და ბონუსი ვერ აიღონ (მეტოქეს 3-ით მეტი ლელო ვერ გაუტანონ).

ამავდროულად, ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა ბრაზილიას ბონუსით და რაც შეიძლება მეტი სხვაობით უნდა აჯობონ, რადგან სატურნირო ქულების ტოლობის შემთხვევაში, უპირატესობა სწორედ ქულათა სხვაობას და მეტ გატანილ ქულას ენიჭება.

ცვლილებები ხამაშურიძის რაზმში

საქართველო XV-მა პირველ ტურში არგენტინა XV-თან ტაიმი 7:22 დათმო, მაგრამ არ დანებდა, მეორე ნახევარში 16 უპასუხო ქულა აიღო და ქომაგს ლამაზი გამარჯვება აჩუქა – 23:22. იმ შეხვედრის შემდეგ შერკინების ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა – მეორე ხაზში არსენ ტრაპაიძის ნაცვლად თორნიკე აქუბარდია იწყებს.

ხუთი ცვლილებაა ხაზში – გიორგი შკინინი საქართველოს ქვიშის ნაკრებს შეუერთდა, სანდრო სვანიძე და მიხეილ ალანია ტრავმირებულები არიან, ხოლო ირაკლი სვანიძემ და თემურ ირემაძემ მარქაფაში გადაინაცვლეს:

„თავიდანვე ვთქვი, რომ თამაშის საშუალება ყველას ექნებოდა. სწორედ ამიტომ, გიორგი შკინინისა და გიორგი ჭუაძის ქვიშის რაგბის ნაკრებში გაშვებაზე უარი არ გვითქვამს. სარეზერვო ჯგუფიდან დავიმატეთ აკაკი ტაბუცაძე, რომელმაც ახალგაზრდულ და 7-კაცა ნაკრებებში დიდი გამოცდილება დააგროვა და ახლა საკუთარი შესაძლებლობები აქაც უნდა დაამტკიცოს“.

„შერკინებაში თითო ტაიმი თითქმის ყველა მორაგბემ ჩაატარა და ცვლილებების სიმცირე ამითაა განპირობებული“ – ამბობს ხამაშურიძე.

ბრაზილიამ სამი შეცვალა

ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ ერთი გარემარბი, კვაჭი და მეორეხაზელი შეიცვალნენ. ბესიკ ხამაშურიძე მეტოქის შესაძლებლობებს დადებითად აფასებს და კარგი თამაშის მოლოდინშია:

„მიუხედავად დიდი სხვაობით მარცხისა, ბრაზილიის ნაკრებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ინდივიდუალურად ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ მათ დასამარცხებლად. როცა ბრაზილიას ბურთი აქვს, სწრაფი და აგრესიული მოთამაშეების ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას ახერხებს. ვფიქრობ, ჩვენს წინააღმდეგ ისინი მაქსიმუმის გაკეთებას ეცდებიან და იოლ თამაშს არ ველოდები“.

„ჩვენი პრობლემა კვლავ იქნება შეუთამაშებლობა, თუმცა მოტივაცია არ გვაკლია და წარმატების იმედი გვაქვს“.

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი. 21:30 საათი

საქართველო XV – ბრაზილია

საქართველო XV: 15. ბექა მამუკაშვილი (ლელო), 14. დემურ თაფლაძე (ლელო), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო), 12. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო); 1. მიხეილ ორაგველიძე (ჯიქი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლელო, კაპ.), 3. ტარიელ დონაძე (ბათუმი), 4. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 5. გელა შალამბერიძე (აია), 6. გუგა შენგელია (ჯიქი), 7. ბექა საღინაძე (ლელო), 8. ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი).

მარქაფა: 16. ჟორჟ სალდაძე (აია), 17. გოგა ხუროშვილი (არმაზი), 18. მიხეილ ფსუტური (ჯიქი), 19. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 21. არსენ ტრაპაიძე (ჯიქი), 22. გიორგი კაკაურიძე (ჯიქი), 23. დავით კლდიაშვილი (ჯიქი), 24. თემურ ირემაძე (აია), 25. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 26. დავით გობეჯიშვილი (აია).

ბრაზილია: 15. დანიეუ სანსერი, 14. ლუკას ტრანკეს, 13. ფელიპი სანსერი (კაპ.), 12. მოისეეს დუკი, 11. რობერტ ტენორიუ, 10. ჯოშ რივზ, 9. ლუკას დუკი; 1. ლუკას აბუდ, 2. ვილტონ რებოლო, 3. ჟარდეუ ვეტორატო, 4. ლუიზ ვიერა, 5. გაბრიეუ პაგანინი, 6. კლებერ დიას, 7. არტურ ბერგუ, 8. ანდრე აჰუდა.

მარქაფა: 16. დევიდ მიულერი, 17. კაიკი სილვა, 18. მატეუს როხა, 19. ლუკას პიერუ, 20. მაიკლ ოლივეირა მორაის, 21. დანიელ სილვა, 22. სტეფანო ჯანტორნო, 23. დევეტ ფან’ნიკერკ, 24. ვალანტენ გარსია, 25. მათეუს კლაუჯუ.

მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისათვის 28-კაციანი ...
წაკითხვა
რაგბი

20წ | უმცროსი ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, გუშინ ქომაგებისთვის ღია [&...
წაკითხვა
რაგბი

ორთაჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი მორაგბე ემსხვერპლა

28 აპრილს, საღამოს, ორთაჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, […]...
წაკითხვა
რაგბი

ჯეისონ მომოას კონტრაქტი ზელანდიელებთან და დღის საუკეთესო ტყუილები

დღეს, პირველ აპრილს, მოტყუება არა მხოლოდ ქართველებისთვისაა ადვილი, არამედ ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი მორაგბეები რუსეთთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

17 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის დასკვნით შეხვედრაში რუსეთი სტუმრად, კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. ტრადიციულად, […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსი მორაგბე საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ (ფოტო)

17 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი სტუმრად, კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “მაისურები იმის ნიშნად გვეცვა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა. შარიქაძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 17 მარტს კრასნოდარში, „ყუბანის“ სტადიონზე რუსეთთან გასამართი 2019 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გერმანიასთან მატჩში

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 10 მარტს ქუთაისში, 16 საათზე გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. საგულისხმოა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაგბის მსაჯი ნაიჯელ ოუენსი ჯეკო-პეპეს ინციდენტს გამოეხმაურა

რაგბის ცნობილი უელსელი მსაჯი, ნაიჯელ ოუენსი სოციალური ქსელის საშუალებით ჩემპიონთა ლიგის მატჩში ჯეკოსა და პეპეს […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბი ევროპის წერილი მსოფლიო რაგბს

6 მარტს პარიზში გაიმართა რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს სხდომა. საქართველოს რაგბის კავშირის თხოვნით, დღის წესრიგს დაემატა მსოფლიო რაგბის ლიგისდაფუძნე...
წაკითხვა
რაგბი

კრასნოდარში ორი გუნდით

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში საქარტველოდან კრასნოდარში ორი ნაკრებით გაემგზავრებიან – საქართველო XV 15 მარტს […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიასთან მატჩში

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. გუნდს დისკვალიფიკაციიდან და [&...
წაკითხვა
რაგბი

Daily Mail: საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების მორაგბეებმა ვარჯიშზე ერთმანეთთან იჩხუბეს

ოთხშაბათს ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების ერთობლივი ვარჯიში მასობრვი ჩხუბში გადაიზარდა. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, […]...
წაკითხვა
რაგბი

კურიოზი: ქუთაისელი გულშემატკივარი “აია” – “ლელოს” მატჩის მიმ

21 თებერვალს, საქართველოს დიდი 10-ის მორიგ ტურში ქუთაიაის “აიამ” საკუთარ მოედანზე თბილისის “ლელო-სარასენსი” მიიღო და […...
წაკითხვა