ზაფხულის თასი | შეფასებები – თედო აბჟანდაძე

თარიღი: აგვისტო 7, 2018

რამდენიმე დღის წინ თბილისში პირველი საკლუბო/საერთაშორისო ტურნირი – „რაგბის ზაფხულის თასი 2018“ დასრულდა, რომლის გამარჯვებული ტოპ 14-ის პარიზული კლუბი ‘რასინგ 92’ გახდა, დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებული საქართველო XV მეორე ადგილზე გავიდა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მესამე იყო, ხოლო არგენტინა XV მეოთხეზე დარჩა.

დიდი 10-ის მოთამაშეებისთვის ეს ტურნირი იყო საშუალება იმისა, რომ ეთამაშათ მაღალი დონის საერთაშორისო რაგბი, მიეღოთ ფასდაუდებელი გამოცდილება, რამაც უახლოეს მომავალში ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლება უნდა განაპირობოს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ქართული კლუბების მწვრთნელები და ის მორაგბეები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას საქართველო XV-ის შემადგენლობაში იცავდნენ.

ასე ფიქრობს ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, 19 წლის მგეზავი თედო აბჟანდაძეც, რომელმაც ორ მატჩში გუნდს 21 ქულა შესძინა და ტურნირის საუკეთესო მექულე გახდა:

„ეს იყო მაღალი ტემპის, ინტენსივობის თამაშები, რომელთა მსგავსი დიდ 10-ში პირადად მე არ მახსენდება. განსაკუთრებით სწრაფები იყვნენ არგენტინელები, რომლებთანაც პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. ისინი დერეფანშიც ისე სწრაფად აგდებდნენ ბურთს, რომ ჩვენ მოწყობასაც ვერ ვასწრებდით. მთლიანობაში, არგენტინა XV-თან და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან თამაშებმა უდიდესი გამოცდილება შეგვძინა“.

დიდი გამოცდილება

საქართველო XV-ის შემადგენლობაში მრავლად იყვნენ მორაგბეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საერთაშორისო დონეზე პირველი გამოცდილება შეიძინეს:

„ვითამაშეთ კაცთა ნაკრებების წინააღმდეგ, სადაც სულ სხვა ჯანის მორაგბეები თამაშობენ და ეს მნიშვნელოვანი იყო. პირადად მე, ყველაზე მეტად შარშანდელ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამიჭირდა, როდესაც სხვებს ჯანით აშკარად ჩამოუვარდებოდი. იმ გამოცდილების ფონზე, წლევანდელი 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე, რადგან ვიცოდი რა ინტენსივობის და წნეხის ქვეშ უნდა მეთამაშა. შესაბამისად, არც „ზაფხულის თასზე“ გამჭირვებია“ – ამბობს აბჟანდაძე და აგრძელებს:

„მაღალ ტემპში, ხელდახელ თამაშის გამოცდილება მნიშვნელოვანია და ამ გამოცდილების დიდ 10-ში გადატანა ჩვენს შიდა ჩემპიონატს ძალიან წაადგება. ვფიქრობ, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში „ზაფხულის თასისაზე“ უფრო რთული იყო. ის კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ, რანგით მეორე ჩემპიონატია (მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული): ტემპი მაღალია, მოედანზე გასვლა 4 დღეში ერთხელ გიწევს, გუნდებში ისეთი მორაგბეები თამაშობენ, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ამბიცია აქვთ და თანაც, ოფიციალურ ტურნირს მეტი დატვირთვა აქვს“

„თუმცა „ზაფხულის თასზე“, საქართველო XV-ის შემადგენლობაში ისეთი მორაგბეებიც იყვნენ, რომელთაც არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშიათ და მათთვის ამ დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში უმნიშვნელოვანესია. თუ ამ ფორმაციის ნაკრები მომავალშიც შეიკრიბება და მრავლად ექნება ამ დონის შეხვედრები, ეს აამაღლებს დიდი 10-ის თითოეული მოთამაშის მოტივაციას. ყველას გაუჩნდება იმედი, რომ ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე დაცვის საშუალება ექნება, რაც უთუოდ აისახება შიდა ჩემპიონატის დონეზე“.

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ახალგაზრდებისთვის, ამ შემთხვევაში თედო აბჟანდაძისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. ესაა გუნდის კაპიტანი გიორგი (გოშა) შკინინი:

„ბედნიერი ვიყავი გამოცდილი მოთამაშეების მხარდამხარ ამდენი დრო რომ გავატარე და მათგან ბევრი საინტერესო ნიუანსი ვისწავლე. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შკინინის კაპიტნობის ქვეშ თამაში. ბევრი კაპიტნისგან მომისმენია მატჩის წინა გასამხნევებელი სიტყვები, მაგრამ გოშას სიტყვებს სულ სხვა განცდა მოყვა. მას უდიდესი გამოცდილება აქვს, ეროვნულ ნაკრებშიც არაერთხელ უთამაშია და 18-20 წლის ბიჭებისთვის უდიდესი მაგალითი იყო“.

52 მეტრი და სველი ბურთი

ზაფხულის თასის პირველ მატჩში საქართველო XV არგენტინა XV-ს შეხვდა და პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულით ჩამორჩა, თუმცა მეორე ტაიმში ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა 16 უპასუხო ქულა აიღეს და 23:22 იმარჯვეს. მატჩის 75-ე წუთზე, გადამწყვეტი ჯარიმა კარიდან მარცხნივ, 52 მეტრიდან აბჟანდაძემ გაიტანა.

თედოს შეეძლო მატჩის გმირი ბრაზილიასთანაც გამხდარიყო. მან ამჯერად 53 მეტრიდან დაჰკრა კარში და მიზანი კი გაისწორა, მაგრამ დარტყმას ძალა დააკლდა და ის ჰორიზონტალური ძელის წინ ერთ მეტრში დაეშვა:

„ჩემი აზრით, არგენტინა უფრო ძლიერი გუნდი იყო, ვიდრე ბრაზილია. არგენტინელები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდნენ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. შესვენების შემდეგ მწვრთნელებმა სწორი რჩევები მოგვცეს და 15-ქულიანი ჩამორჩენის შემობრუნება მოვახერხეთ“.

„ბრაზილიასთან ვერმოგება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ყველას უნდა ეთამაშა და მწვრთნელებმა ხაზის 5 მოთამაშე შეცვალეს. შედეგად, ვერ მოავეხერხეთ შეთამაშება. გარდა ამისა, წვიმის გამო ბევრი უნებლიე შეცდომა დავუშვით. გარჯა არ უნდა დავუკარგოთ მეტოქესაც. ბრაზილიამ ბოლო წლებში არგენტინა XV, კანადა და აშშ დაამარცხეს. ის შეკრული, შეთამაშებული გუნდია და შეცდომები არ გვაპატია“.

„რაც შეეხება ჯარიმებს, არგენტინელებთან ჯარიმა რომ დაინიშნა და კარს გავხედე, მივხვდი გატანა შემეძლო. ეს კაპიტანს (შკინინს) ვუთხარი და მანაც დარტყმის უფლება მომცა. ბრაზილიასთან მანძილი თითქმის ისეთივე იყო, კუთხე უკეთესი და ბურთიც მიზანში მიდიოდა, მაგრამ იმ დღეს წვიმდა, სველი ბურთი დამძიმებული იყო და ეს ვერ გავთვალე. ამ გადასახედიდან, რა თქმა უნდა ჯობდა აუტში დამერტყა და ლელოზე გვეთამაშა, რადგან მეტოქეს ჯანში ვჯობდით. თუმცა იმ ჯარიმის შემდეგაც ვფლობდით ინიციატივას, დროც საკმარისი გვქონდა და მოგება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა“

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა
რაგბი

მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიაზე: “ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში იყოს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ზურაბ ჟვანიას საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია” – ზურაბ ჟ

უახლოეს ხანებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

თედო აბჟანდაძის ჟესტი აქციაზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად (ვიდეო)

22 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისათვის მატჩში იტალის დაუპირისპირდა და 17:29 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

მომავალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2019 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფიჯი 12:8 დაამარცხა, რითაც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო U20 – ფიჯი U20 – ბოლო წუთები (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან [&hell...
წაკითხვა
რაგბი

გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს. ინტელექტუალური თამაშის [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ჰაკა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივნისს, მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას […]...
წაკითხვა
რაგბი

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდაშანაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის საქმეში, რამაც გამოიწვია […]...
წაკითხვა
რაგბი

ვიტო კოლელიშვილი: “რაგბიდან არ წავსულვარ”

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი, ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლ...
წაკითხვა