ზაფხულის ტოპ-5 გამოუსადეგარი ტრანსფერი (ამ დროისთვის)
პოლ პოგბა: 109,000,000 € – “მანჩესტერ იუნაიტედი”
ზაფხულის ყველაზე დიდი იმედგაცრუება – პოლ პოგბა, რომლის ანგარიშზეც ნული ასისტი და ამავე რაოდენობის გოლია დაგროვებული “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით გატარებულ 540 წუთში. აღსანიშნავია, რომ ამ დროში “იუნაიტედი” 3-ჯერ დამარცხდა. ნათელია, რომ ფრანგმა ისეთი ეფექტი ვერ მოახდინა, როგორსაც ინგლისელები მოელოდნენ.
5 მატჩში, “იუვენტუსის” ყოფილმა ლიდერმა წინსვლის ნასახიც კი ვერ დაგვანახა. ის ვერც თამაშის ტემპში ჯდება და ვერც თანაგუნდელებს ვერ უგებს.
პოლი გაუმჯობესების გზას მანამ უნდა დაადგეს, სანამ მოუს შავ სიაში მოხვდება, რაც ჰორიზონტზე უკვე მოჩანს.
ნანი: 8,500,000 € – “ვალენსია”
“ღამურების” იმედი, პორტუგალიელი ნანი საშინელ ფორმაშია – არც გოლი და არც ასისტი ლა ლიგის 4 მატჩში, რომელთაგანაც “ვალენსიამ” ოთხივე დათმო.
ნანის მიერ გაკეთებული პასების მხოლოდ 70 პროცენტი იყო ზუსტი, დარტყმების 16 პროცენტი წავიდა კარში და მისი დრიბლინგი 40 პროცენტიანი წარმატებითღა თუ დაიკვეხნის.
პაკო აიესტარანმა უკვე დატოვა “ვალენსია”. ათამაშებს კი “ვალენსიას” ახალი თავკაცი მას სასტარტოში?
ბენჟამენ სტამბული: 8,500,000 € – “შალკე”
სტამბული “შალკეში” იმ იმედით მიიყვანეს, რომ ის დაცვაში არსებული პრობლემების მოწესრიგებას შეძლებდა, რაც გელზენკირხენელებს მთელი გასული სეზონის მანძილზე ტანჯავდათ. თუმცა, სტატისტიკის თანახმად, გერმანელები მწარედ შეცდნენ – ბურთისთვის ბრძოლის ეპიზოდების მხოლოდ 28 პროცენტში გამოვიდა ფრანგი ფეხბურთელი გამარჯვებული
“შალკე” კი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილს იკავებს – 0 ქულა სამ მატჩში და -5 ბურთების სხვაობაში.
ბენ არფა: 0 € – “პსჟ”
როგორც იცით, ჩემფიონშიპში, “ჰალ სიტის” მაისურით თამაშის შემდეგ, ბენ არფა “ნიცაში” გადაბარგდა, სადაც საკმაოდ კარგად ასპარეზობდა – გასულ სეზონში მისი გუნდი სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩა მეორე ადგილზე გასულ “ლიონს”.
“ნიცაში” ჩატარებულმა დიდებულმა სეზონმა “ნასერ ალ-ხელაიფი” მოატყუა, რომელმაც ის “პსჟ-ში” მიიწვია. მართალია, სადებიუტო მატჩში ბენ არფამ გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ამის შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. სანაკრებო ბატალიების შემდეგ, ის შეცვლაზე შემოდიოდა, რაც მისი ცუდი ასპარეზობით იყო გამოწვეული.
“სენტ-ეტიენთან” მატჩში ის 68-ე წუთზე შევიდა მოედანზე და საშინლად იასპარეზა. ამ მატჩის შემდეგ, უნაი ემერის მისი სახელიც კი არ უხსენებია.
ხესე როდრიგესი: 25,000,000 € – “პსჟ”
ხესე პარიზში იმ იმედით გადაბარგდა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მოუწევდა, თუმაც ის ვერასდროს იფიქრებდა, რომ 520 შესაძლებლიდან მხოლოდ 120 წუთს ითამაშებდა და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე შეძლებდა თავის გამოჩენას.