ზაზა დოლიძე: “ჩვენ გვქონდა შანსი, თუ თამაშს ადრე დავიწყებდით”
თბილისის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ეროვნული ლიგის დაწყებაზე და ყურადღების მიპყრობის შანსზე ისაუბრა.
“ყოველთვის ვიძახდი, ჩვენ გვქონდა შანსი, ცოტა რთული, თუმცა თამაშები ადრე რომ დაგვეწყო, უფრო მეტი ყურადღება წამოვიდოდა. ევროპაში 2 ქვეყანა თამაშობს ჯერჯერობით. მალე დაიწყება პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის ჩემპიონატები და უმნიშვნელოვანესია, ჩვენი ევროთასებზე მონაწილე გუნდებისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპამდე 5-6 მატჩის ჩატარება მოასწრონ”.
“მჭედლიძეს ძალიან მცირე ტრავმა აწუხებს. მას შემდეგ, რაც სრულ დატვირთვაზე გადავიდა, კუნთი გაეჭიმა, მაგრამ 2 დღეში ვარჯიშს განაახლებს. ჩვენ მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ და “დინამოში” გადმოვიდა იმისთვის, რომ თავისი სიტყვა თქვას”, – განაცხადა დოლიძემ.
მოსალოდნელია, რომ ელიგა ივნისის შუა რიცხვებში განახლდება.