ზაზა დოლიძე: “დინამოში” საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ”

თარიღი: სექტემბერი 27, 2020

თბილისის “დინამოს” გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ “კლაკსვიკთან” 6-1 მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ჩისკო რჩება. ჩემპიონობის შემდეგ იძულებულები გავხდით გაგვეშვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩემპიონ მწვრთნელს არ გავათავისუფლებდით, ლიცენზირების დროს შენიშვნა მოგვცეს, რომ თავკაცს პროლიცენზია უნდა ჰქონოდა. განადგურებულები ვიყავით ყველა. მეგონა რაღაც კოშმარული სიზმარი იყო. ეს არის რეალობა. ჩვენ ბევრი კომპონენტით წავაგეთ.

ჩვენ ვფიქრობთ, დღეს “დინამოში” საქართველოში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. საქართველოში ფეხბურთელი რომ ჩამოვიდეს, გჭირდება ძალიან ბევრი ფაქტორის დაკმაყოფილება. ეს არის უიღბლობა, გუნდის შეუფასებლობა, ხელოვნური საფარი. მარტო მოედანსაც არ ვაბრალებ. ეს 6-1 არ ასახავს იმ რეალობას. ეს არის კოშმარი. მე დღესაც ვერ გამოვსულვარ ამ შოკიდან”, – განაცხადა დოლიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

მსგავსი სიახლეები