ზაზა ნადირაძე: “დღეს საბოლოოდ დავემშვიდობე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს”
12 მაისს, უნგრეთში ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშება დაიწყო, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. სამწუხაროდ, ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო ზაზა ნადირაძემ, თუმცა ლიცენზიისათვის ბრძოლას მარიამ ქერდიკაშვილი და ბადრი ყაველაშვილი აგრძელებენ.
ზაზა ნადირაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“მეგობრებო, დღეს საბოლოოდ დავემშვიდობე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს. სამწუხაროდ, ლიცენზია ვერ მოვიპოვე…
ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის! წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ არის!
ახლა ორი კარგი ამბავი მინდა გითხრათ, ჩემმა მეგობრებმა, გუნდელებმა, ბადრიმ და მარიმ წარმატებით გაართვეს თავი თავიანთ შესარჩევ გაცურვებს და ლიდერი შედეგებით გადავიდნენ ფინალებში, ფინალში კი ორივე თავდაუზოგავად იბრძოლებს ტოკიოს ლიცენზიებისთვის, სხვა გზა არაქვთ, ჩემი მარცხი უნდა აანაზღაურონ. ფინალები იქნება ხვალ! ვუგულშემატკივროთ საქართველოს!” – წერს ნადირაძე.