WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (372092) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14212,14273,14274,14275,14276,14277,14317,14318,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28190,28192,28195,28197,28218,28219,28227,28228,28229,28230,28231,28232,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ზაზა ნადირაძე: “კაშიას პირადად არ ვიცნობ, უბრალოდ, მე ვიძახი, რომ…”

თარიღი: სექტემბერი 8, 2018

ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ სამკლავურს, რომელიც გურამ კაშიამ ერედივიზიონის ერთ-ერთი მატჩის წინ გაიკეთა, ის საერთოდ დაწვავდა. ნადირაძემ თქვა, რომ LGBT დროშას და მის მომხრეებს მხარს არ უჭერს.

25 წლის ნიჩბოსანის ამ სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოყვა. ზაზა ნადირაძემ ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გამოაქვეყნა და საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა:

“მეგობრებო, რახან ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემს მიერ დაფიქსირებულ აზრმა LGBT ხალხის მიმართ, მე მინდა გავაკეთო პატარა განმარტება და ჩემივე სიტყვებით გაგაცნოთ ჩემი აზრი.

პირველ რიგში, დავსვავ პატარა შეკითხვას, მე რომ მინდა საქართველოში ოჯახს ერქვას ‘დედა, მამა, შვილები, ბებო და ბაბუ’, ამიტომ ვარ აგრესიული და სიძულვილის ენით მოლაპარაკე?

მე მინდა საქართველოში იყვნენ ნამდვილი ქართველი კაცები და ქალები, რომლებსაც ექნებათ ნამდვილი ლამაზი ჭეშმარიტი ოჯახები.

მე არ ვუჭერ მხარს LGBT ხალხს, არც მათ ჭრელ დროშას. ის რამოდენიმე პროვოკატორი LGBT ფულზე გაყიდული არსებები რომ გამოდიან ქუჩებში, შეურაცხყოფა გვაყენებენ ჩვენ, ჩვენს სარწმუნოებას, იმას რაც ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ, არ მაქვს უფლება ეს ყველაფერი არ მოვიწონო?? და მე გიპასუხებთ, მაქვს უფლება, და კიდევ მეტის უფლება მაქვს და გვაქვს.

მე მჯერა, რომ ეს არის მათი ფიზიკური და სულიერი გადახრა, დაავადება, რომელიც შესაძლოა იკურნება კიდეც, და ალბათ ბევრმა თავს ძალა დაატანა და განიკურნა უბრალოდ ვერ იტყვის, ძმაო, იცი მე ადრე გეი ვიყავი მარა ახლა ნამდვილი ვაჟკაცი ვარო, ეგ ხომ წარმოუდგენელია.

ერთი სიტყვით ჩემო მეგობრებო, ყველაფრიდან გამომდინარე ელჭიპიტები და რაღაცეები ყველამ თავისთვის შეინახოს თავიანთ სახლებში და მანდ რაცუნდათ ის უქნიათ. ნუ გვაკადრებენ და ჩვენც არავის არაფერს ვაკადრებთ.

ერთ რამესაც დავამატებ, მე კაშიას პირადად არვიცნობ, არ ვიცი, რატომ და რისთვის გაიკეთა ეგ სამკლაური, პირადად არ მომისმენია მისი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

უბრალოდ, მე პირადად, ვიძახი, რომ საერთოდ მივატოვებ სპორტს და მაგათ სამკლაურს არ გავიკეთებ, და ახლა აგრესიით და სიძულვილის ენით საუბრობსო არ დამაბრალოთ მშვენიერ ხასიათზე ვარ. და ზოგადად არამგონია ვინმეს ჩემი სიძულვილი და აგრესია ახსოვდეს.

გისურვებთ ყველას მშვიდობას.”



მსგავსი სიახლეები