ზაზა ნადირაძე: “შეიძლება ვერ მიხვდით, მაგრამ სწორედ გულშემატკივრობამ მომცა ძალა ამ შედეგისთვის”
ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის მოგების შმდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
როგორც იცით, 26 წლის სპორტსმენმა, დღეს, 25 მაისს, პოლონეთში გამართულ მსოფლიო თასის პირველი ეტაპის ფინალში, 200-მეტრიან დისტანციაზე საუკეთესო შედეგი (39.191 წამი) დააფიქსირა და ოქროს მედალს დაეუფლა.
“მეგობრებო, ყველას დიიდი მადლობა მინდა გითხრათ გულშემატკივრობისთვის. მიხარია, რომ შევძელი და კიდევ გაგახარეთ, ჯერ ჯანები არის და ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.
თქვენ შეიძლება ვერ მიხვდით, მაგრამ სწორედ თქვენმა გულშემატკივრობამ მომცა ძალა ამ შედეგისთვის, თორემ მოგება კი არა, ფინალში ძლივს გავედი. როდესაც ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, ერთმანეთს რომ ვუგულშემატკივრებთ და როცა გავერთიანდებით კარგი საქმისთვის, ძალიან ბევრს მივაღწევთ და წინ წავალთ. გვიყვარდეს ერთმანეთი და ამით ნამდვილათ გავიხარებთ. ასეა ეს და რა ვქნა…
მადლობა ყველას!” – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.