ზაზა ფაჩულია: ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი ადგილი ევროპაში
ლიტვასთან მარცხის შემდეგ ევრობასკეტიდან ნაადრევად დაბრუნდა საქართველოს ნაკრები. თუმცა, კალათბურთელებზე აუგს ვერავინ იტყვის, რადგან მოედანზე ყველაფერი დადეს და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, ახლა ისევ საფრანგეთში იქნებოდნენ.
ევრობატალიებზე და ლიტველებთან მატჩზე ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია გვესაუბრა:
– ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ნაკრები მერვედფინალში გასვლას იმსახურებდა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ახლა საფრანგეთში ვყოფილიყავით, რადგან ალბათ ამასაც ვიმსახურებდით. ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან და ასე ახლოს მეოთხედფინალთან არასდროს ვყოფილვართ. სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო ისე არ მოხდა, ისე არ დამთავრდა თამაში, როგორც ეს კალათბურთელებს, მწვრთნელებს და ქართველ გულშემატკივარს სურდა. თუმცა, ცხოვრება გრძელდება, წინსვლა გრძელდება და მთავარი ის არის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი ხასიათი, ჩვენი ადგილი ევროპაში. უკვე არავინ აღარ გვიყურებს როგორც აუტსაიდერს და დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია.
– მიზეზები ახსენეთ და კონკრეტულად რა იყო შეცდომა?
– იყო შეცდომები ცხადია, თანაც, როდესაც ასეთი დონის გუნდს ეთააშები, მოწინააღმდეგე არ გაპატიებს.
– საქართველოში მუსირებს აზრი, რომ ლიტვამ ერთი კალათბურთელით მოგვიგო…
– თქვენ გთხოვთ ჟურნალისტებს აუცილებლად დაწეროთ, რომ ერთი კაცი გუნდურ თამაშს ვერასდროს მოიგებს. ასეა ნებისმიერ სპორტის სახეობაში და ხალხი შეცდომაში შედის. მაჩულონისს განსაკუთრებული დღე ჰქონდა, მაგრამ მარტო მას არ მოუგია ჩვენთვის.
– ამერიკაში როდის მიდიხარ?
– რამოდენიმე დღეში, ცოტას დავისვენებ.