ზაზა ფაჩულია “ნიუ იორკთან” მოგებულ მატჩში: ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული

თარიღი: ნოემბერი 19, 2014

ზაზა ფაჩულიას ყველაზე შედეგიანი მატჩი მიმდინარე სეზონში. „მილუოკი ბაქსის“ ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და სეზონის პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა, რითაც თავის გუნდს „ნიუ იორკის“ დამარცხებაში დაეხმარა.

ლარი სანდერსს ფეხი აწუხებდა და ნუიორკელებთან მატჩში არ უთამაშია, სასტარტო ხუთეულში მყოფი ფაჩულია კი მილუოკელთაგან საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა შესანიშნავად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე – შეტევაში.

სრული სტატისტიკაhttp://sports.yahoo.com/nba/new-york-knicks-milwaukee-bucks-2014111815/

„ნიუ იორკთან“ მატჩში ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში რამდენიმე პირადი რეკორდი დაამყარა – 34:33 წუთი, 14 ქულა, 13 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე), 4 პასი კი 11 ნოემბერს „ოკლაჰომასთან“ ნაჩვენები შედეგის გამეორებაა. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ფორვარდმა მილუოკელების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ფრედ დასრულებული პირველი მეოთხედის (30:30) შემდეგ ჯეისონ კიდის გაწვრთნილმა „ბაქსმა“ შესანიშნავი მეორე პერიოდი ჩაატარა, რომელიც 36:19 მოიგო და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე 12-წუთეულში „ბაქსმა“ შეინარჩუნა ხელჩასაჭიდი ლიდერობა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი 13 ქულით დათმო, საბოლოოდ მაინც გამარჯვებას მიაღწია – 117:113.

გადამწყვეტ, ბოლო წუთებში, როცა ნიუიორკელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და სიტუაცია დაძაბეს, ფაჩულია მოედანზე იყო და საკუთარი დიდი გამოცდილებით გონივრულად იბრძოდა მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად. ბოლო წუთზე ნიუიორკელთა აღებული ტაქტიკური ჯარიმები ქულებად ჯარედ ბეილისიმ აქცია, რომელმაც ბოლო წამებზე 6 ცდიდან 5 საჯარიმო ჩააგდო და „მილუოკის“ გამარჯვება გაუნაღდა.

ფაჩულიამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 13-დან მეტოქის ფარზე მოხსნილი 7 ბურთი კი მილუოკელებისთვის ნაჩუქარი ხელახალი 7 შეტევის ტოლფასია. ქართველმა ცენტრმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, თუმცა 4 პასი გასცა და ბურთი 2-ჯერ ჩაჭრა. ფაჩულიას დარად 14 ქულა მიითვალა და 9 პასი გასცა ბრენდონ ნაითმა, ბომბარდირი კი 20 ქულის ჩამგდები თურქი ერსან ელიასოვა გახდა.

ფაჩულიას ვერაფერი მოუხერხა ნიუიორკელთა ბებერმა ცენტრმა სამუელ დალამბერმა. სახელგანთქმულმა ამარე სტუდემაიერმა შეტევაში ქართველივით 14 ქულა კი დააგროვა, თუმცა დაცვაში ზაზას ვერ უმკლავდებოდა, ვერც აცილებული ბურთების მოხსნაში გამოირჩა ქართველივით.  ნიუიორკელთა ბომბარდირი კარმელო ენტონი გახლდათ, რომელსაც 26 ქულა მოგებით არ დაუფასდა, 21 ქულა მიითვალა ტიმ ჰარდევეი უმცროსმა, ხოლო საუკეთესო შედეგი იმან შამპემ დააფიქსირა – 21 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი.

6 მოგებითა და 5 წაგებით „მილუოკის“ სეზონის საუკეთესო დასაწყისი აქვს ბოლო წლებში. ამ შედეგით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 საფეხურზე „მაიამის“ გაუთანაბრდა. მომდევნო მატჩი მილუოკელებს ხვალ, ბრუკლინში „ნეთსთან“ ელის.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბლოკი ჯარენ ჯექსონის წინააღმდეგ (ვიდეო)

26 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “მემფის გრიზლისს” დაუპირისპირდა და 126:114 გაიმარჯვა. [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

რა უქნეს “ინდიანას” კალათბურთელებმა გოგა ბითაძის ავტომობილს (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” კალათბურთელები გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეს, გოგა ბითაძეს გაეხუმრნენ. მათი მსხვერპლი ავტოსადგომზე მყოფი ქართველი ცენტრი...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი – თორნიკეს 22 ქულა მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ (ვიდეო)

20 ნოემბერს, საკალათბურთო ევროლიგის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ კედლებში მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა