ზაზა ფაჩულიამ “დეტროიტში” დებიუტი “ბრუკლინთან” გამარჯვებით აღნიშნა
NBA-ს ახალი სეზონი ნელ-ნელა მაქსიმალურ ფორმაში შედის და მე-17 სეზონი დაიწყო ზაზა ფაჩულიამ “დეტროიტთან” ერთად. ზაზა და დრამონდი “ბრუკლინთან” გავიდნენ სათამაშოდ და 100-103 მოიგეს. დრამონდმა 32 წუთში 24 ქულა 20 მოხსნა დააგროვა, ზაზამ 15 წუთში 7 ქულა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გააკეთა. მოედანზე ზაზას ყოფნის დროს “დეტროიტი” 9 ქულით იგებდა, ხოლო, ზუსტად მსგავსი შედეგი დაფიქსირდა ანდრეს შემთხვევაში, ოღონდ საპირისპიროდ.
“ნიუ ორლეან პელიკანსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 131-112 გაანადგურა. ენტონი დევისმა 32, ნიკოლა მიროტიჩმა 30, რანდლმა 25 აიღო და დიდმა ტრიომ კაპელას შანსი არ დაუტოვეს, ვერც ჰარდენმა გადაარჩინა როკეტები.
“ტორონტოში” კავაი ლეონარდმა სადებიუტო მატჩში 22 ქულა და 12 მოხსნა დადო. “რაპტორსმა” “კავალერიას” 116-104 მოუგო.
თავის მხრივ, დამარ დეროუზანმა 28 ქულა ჩააგდო “სან ანტონიოში” და გრეგ პოპოვიჩს “მინესოტასთან” 112-108 მოაგებინა.
25 ქულა, 18 მოხსნა, 8 ასისტი – ასეთი იყო გიანის ანტეტოკუნმპოს პირველი თამაში “შარლოტის” წინააღმდეგ, რომლისგანაც 41 ქულით კემბა ვოლქერი გამოირჩა.
ბრუკლინი 100-103 დეტროიტი