ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე დაბრუნება და გამარჯვება ატლანტაში

თარიღი: დეკემბერი 27, 2014

თბილისში, ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“ ზაზა ფაჩულია წლის საუკეთესო ლეგიონერად რომ დაასახელეს, რამდენიმე საათში ქართველმა კალათბურთელმა ატლანტაში, თავისი ყოფილი გუნდის წინაათმდეგ ითამაშა და მის ამჟამინდელ კლუბ „მილუოკის“ გამარჯვებისკენ გაუძღვა. ფაჩულიას ატლანტაში მართლაც ბრწყინვალე დაბრუნება გამოუვიდა. „მილუოკიმ“ „ატლანტა ჰოუქსი“ 30 ქულის სხვაობით – 107:77 დაამარცხა, ფაჩულია კი 14 ქულითა და 8 მოხსნით გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშს არა მარტო კალათბურთში, ზოგადად სპორტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველას უნდა თავისი შესაძლებლობების ძველ თანაგუნდელებთან დამტკიცება და ეს მხოლოდ ჭეშმარიტად დიდ სპორტსმენებს გამოსდით. ზაზამ ეს მოახერხა და მთელმა „ატლანტამ“, სადაც მან 2005-დან 2013 წლამდე 8 სრული სეზონი გაატარა, კარგად დაინახა ქართველი კალათბურთელის შესაძლებლობები. ფაჩულია ატლანტაში ისე უყვართ და ისე აფასებენ, შესაძლოა, ეს წაგება გულშემატკივრებს სხვა მარცხების მსგავსად არც განუცდიათ, რადგან მათ შეხვედრა „ჰოუქსის“ ყოფილი ლიდერის გუნდ „მილუოკისთან“ დათმეს – თან ზაზა ჩვეულ, მოწოდების სიმაღლეზე იყო და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 26 წუთი გაატარა. ზაზამ ზუსტი მიზანი გამოავლინა და სამწამიან ზონასა და ფარქვეშ თამაშშიც საუკეთესო იყო. ფაჩულიამ 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 8 მოხსნა დაუგროვდა. ზაზამ 2 საჯარიმოც ზუსტად ესროლა და მთლიანობაში მისი სტატისტიკა შთამბეჭდავი იყო – 14 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი… და ეს ყველაფერი 26 წუთში.

ზაზასთან ერთად „მილუოკის“ გამარჯვებისკენ გაუძღვა კიდევ ერთი ვეტერანი – ჯარედ დადლი, რომელმაც 10-დან 10-ივე სროლა ჩააგდო და 24 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 16 ქულა ჰქონდა ბრენდონ ნაითს, 12-12 კი ჯონი ობრაიანტსა და ჯერიდ ბეილისის. ატლანტელთაგან საუკეთესო 22 ქულისა და 11 მოხსნის მიმთვლელი პოლ მილსაპი გახდა, ხოლო ზაზას ყოფილი თანაგუნდელ-თანაამპლუელი ალ ჰორფორდი 13 ქულასა და 5 მოხსნას დასჯერდა, რაც, რა თქმა უნდა, მისი უშუალო ოპონენტის – ფაჩულიას დამსახურება იყო.

მიმდინარე სეზონში „ატლანტა“ გამორჩეულად ამბიციურია და „მილუოკის“ მხოლოდ 7 მარცხით – აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერის ამპლუაში დაუხვდა. ამიტომაც არის „მილუოკის“ ქართველი ლიდერის თამაში გამორჩეულად ღირებული. მიმდინარე სეზონში 21 მოგებისა და 7 მარცხის მქონე ატლანტელები „ბაქსმა“ სტუმრად ისე იოლად დაამარცხა, თითქოს ახალბედების გუნდს ეთამაშებაო.

„მილუოკიმ“ მოგებ-წაგებები კვლავ გაითანაბრა (15-15) და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი გაიმყარა, ხოლო „ატლანტას“ ამ წაგებით პირველ ადგილზე ასვლის შანსი დროებით წაერთვა და კვლავ მეორე ადგილზეა. საინტერსოა, რომ მომდევნო მატჩი ზაზა ფაჩულიას გუნდს კვლავ „ატლანტასთან“, 27 დეკემბერს, ამჯერად შინაურ „ბრედლი სენთერში“ ელის.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“ფორბსმა” 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. ათეულს ჩოგბურთის ლ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ქართველი კაცი საქართველოს სახელით რომ გამოდის, ძალიან საშიში კაცი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ინსტაგრამ გვერდ unguarded_bball-თან იმ ფაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოეხმაურა ჯიმი ბატლერი გერმანიის ბუნდესლიგის განახლებას (ფოტო)

16 მაისს გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. ბუნდესლიგა ევროპის ტოპ 5 ლიგიდან პირველია, რომელმაც კორონავირუსის ეპოქაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანასტასია სიდორაკი – ულამაზესი კალათბურთელი უკრაინიდან (ფოტო)

ანასტასია სიდორაკი უკრაინელი კალათბურთელია, რომელიც “ფრანკოვსკას” რიგებში თამაშობს. იხილეთ მისი ფოტოები...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “რეალში” ტრანსფერს უახლოვდება

ესპანური გამოცემები ბოლო დროს აქტიურად იწერებიან “ბასკონიას” ქართველი ვარსკვლავის, თორნიკე შენგელიას, შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ქართველი...
წაკითხვა
კალათბურთი

ტონი პარკერი 2023 წელს ფრანგული საფეხბურთო გრანდის პრეზიდენტი გახდება

“სან-ანტონიო სპურსისა” და საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ყოფილ გამთამაშებელ ტონი პარკერს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. როგორც […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვან დეიკი ლებრონ ჯეიმსის პოსტს გამოეხმაურა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სეზონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილი სპორტსმენები მძიმე ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ (ფოტო)

რონალდო (ფეხბურთელი) რაიან მეისონი (ფეხბურთელი) ლინდსი ვონი (სამთო მოთხილამურე) ანხელ კორეა (ფეხბურთელი) ხუანფრანი (ფეხბურთელი) ფელიპე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ფაჩულია ბითაძეს: “შენ ამას 100 წელი არ იტყვი, ამიტომ შენ მაგივრად მე ვიტყვი…&#

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში “ინდიანა პეისერსის” ცენტრ გოგა ბითაძესთან [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Covid-19 ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, თუმცა სპორტსმენი ვინაობას არ ასახელებს. როგორც [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა