ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი “ორლანდო მეჯიქთან” შეხვედრაში (ვიდეო)

თარიღი: მარტი 17, 2017

ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-4 ორმაგი დუბლი გაიფორმა, მისმა „გოლდენ სტეიტმა“ კი „ორლანდო მეჯიქი“ იოლად – 122:92 დაამარცხა. ქართველ ცენტრს კიდევ ერთხელ მოუხდა შეხვედრა მონტენეგროელ ცენტრ ნიკოლა ვუჩევიჩთან, რომელთან ბრძოლაშიც კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და „გოლდენ სტეიტის“ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაჩულია იყო ერთადერთი, ვინც ამ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

რაც ტრავმის გამო კევინ დიურანტი დროებით გამოაკლდათ, ოკლენდელებს მოგებების მოპოვება უჭირთ, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ამ მხრივ გამონაკლისი იყო. „გოლდენ სტეიტმა“ ფლორიდული გუნდი თავიდანვე ჩამოიტოვა და საბოლოოდ ისე დაამარცხა, სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 21 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 10 ქულა მოაგროვა. ამასთან ერთად ზაზას 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ფაჩულია 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. რაც შეეხება მის ოპონენტ ვუჩევიჩს, მონტენეგროელმა ცენტრმა 25 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ვუჩვიჩის 12 სროლიდან მხოლოდ 4-მა მიაღწია მიზანს.

ბოლო პერიოდის წინ „გოლდენ სტეიტი“ 32 ქულით იგებდა, მატჩის ბედი გარკვეული იყო და ასპარეზი ძირითადად სათადარიგოებს დაეთმოთ. გამარჯვებულთაგან ასევე გამოირჩა კლეი ტომპსონი, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა. 25 ქულა და 9 პასი სტეფ კარის ანგარიშზეა.

„გოლდენ სტეიტის“ კონკურენტმა „სან ანტონიომ“ გუშინ „პორტლენდთან“ წააგო და მანამდე თანაბრად მყოფი, „გოლდენ სტეიტს“ ცხრილში ჩამორჩა. დღვანდელი გამარჯვებით ოკლენდელებმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და ახლა 54 მოგების წილ 14 მარცხი გააჩნიათ. 10 მარტს „გოლდენ სტეიტი“ ფაჩულიას ყოფილ გუნდ „მილუოკის“ უმასპინძლებს.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე: “ცსკა” ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და “არისის” მოქმედი სპორტული დირექტორი, ვიქტორ სანიკიძე, თვლის, რომ თორნიკე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: “კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა”

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის თავისებურებებსა და ცხოვრების ახალ სტილზე პრესასთან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “მეფედ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ჰიუსტონ როკეტსის” გამთამაშებელმა, რასელ უესტბრუკმა, თავად დაადასტურა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. “ორლანდოში გუ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას განცხადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ჯანომ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოიყურება ლებრონ ჯეიმსის ახალი 39-მილიონიანი სახლი (ფოტო)

კორონავირუსის პანდემიის გამო აღებული შვებულება “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერ ლებრონ ჯეიმს უქმად არ გაუფლანგავს. როგორც ჩანს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეების ნაწილის განცხადება (ვიდეო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ბლოგი

როგორ იხსენებს თორნიკე შენგელია რუსეთ-საქართველოს ომს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას რუსეთის არმიის კლუბ “ცსკა”-ში გააგრძელებს. ამ ტრანსფერმა [...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიას ტრანსფერს მხარი დაუჭირა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა და ბერძნული “არისის” სპრტულმა დირექტორმა, ვიქტორ სანიკიძემ, თორნიკე შენგელიას ტრანსფ...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ელენე ლოლაძე: “თორნიკე შენგელიამ მთხოვა, რომ ეს ამბავი საიუდმლოდ დაგვეტოვებინა”

ქართველი კიკბოქსიორი, ელენე ლოლაძე სოციალური ქსელის საშუალებით თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ლოლაძემ წერს, რომ […]...
წაკითხვა