ზაზა ფაჩულია: “შინ თამაში მონტენეგროსთან უპირატესობას გვანიჭებს”

თარიღი: სექტემბერი 6, 2016

საქართველოსა და მონტენეგროს 7 სექტემბრის დაპირისპირება ევროშესარჩევ მატჩებში ცენტრალურია და ცხადია, ფიბა-ს ჟურნალისტების ყურადღებაც მიიქცია. საგანგებოდ ამ მატჩის წინ Fiba.com-ის ჟურნალისტი დიმიტრის საკისი ზაზა ფაჩულიას ესაუბრა და ქართველთა კაპიტანთან ინტერვიუმ აღნიშნული ვებ-გვერდის მთავარი თემის ადგილი დაიკავა.

-რას გეუბნებათ მონტენეგროს შტამბეჭდავი მოგებათა სერია საკვალიფიკაციოს დასაწყისში?

– მონტენეგრო ძალიან კარგი გუნდია. ისინი გაწონასწორებულები და კარგად გაწვრთნილები არიან და ყავთ გამოცდილი მოთამაშეები. თურქეთის ჩემპიონატიდან მე ვიცნობ მათ მწვრთნელს – ბოგდან ტანიევიჩს. მას ბევრ ძალიან კარგ გუნდთან აქვს ნამუშევარი და აქვს ძალიან წარმატებული კარიერა. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სახლში ვთამაშობთ და თუკი გულშემატკივრები ბოლომდე გვერდით დაგვიდგებიან და გულმხურვალედ გვიქომაგებენ, ერთიანი ძალისხმევით გამარჯვებას შევძლებთ.

– ფიქრობთ თუ არა, რომ ოთხშბათის თამაში საკვანძოა საქართველოსთვის?

– ცხადია, თუკი მოვიგებთ, დიდი ნახტომს გავაკეთებთ საკვალიფიკაციოდან ევრობასკეტისკენ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოედანი და შევასრულოთ დავალებები, რომლებსაც მწვრთნელი მოგვცემს. ჭკუით უნდა ვითამაშოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ეს არ იქნება ადვილი თამაში, მაგრამ როგორც ვთქვი, საშინაო მატჩია და ეს უფრო ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს.

– თქვენ მრავალგზის გითამაშიათ ნიკოლა ვუჩევიჩის წინააღმდეგ NBA-ში და ამჯერად რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი?

-სანაკრებო თამაშები უფრო განსხვავებულია, NBA კი სხვა. NBA-ში სხვა სტილი და სისტემაა, რომელიც განსხვავებულია ევროპული კალათბურთისგან. ნიკოლას წინააღმდეგ თამაშს რაც შეეხება, ეს ნამდვილად სახალისო იქნება, ორი გამოცდილი მოთამაშე ისევ დაუპირისპირდება ერთმანეთს, თუმცა ეს გუნდური სპორტია და ყველაფერი მაინც გუნდურობაზეა დამოკიდებული. ვუჩევიჩი დიდებული მოთამაშეა, ეს მან წლების მანძილზე დაამტკიცა, თუმცა ჩვენ ორივენი ჩვენ-ჩვენი გუნდებისთვის ვიბრძოლებთ.

– 8 წლის შემდეგ საქართველოს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი დაშესაბამისად, აქვს ახალი სათამაშო სტილი. ამის ფონზე შეძლებთ, იყოთ ისეთივე ეფექტური და გამორჩეული, როგორიც ადრე?

– ჩვენ გვყავდა ასევე ძალიან კარგი მწვრთნელი – იგორ კოკოშკოვი, რომელმაც ბევრი გააკეთა როგორც ჩვენთვის, ისე მთლიანად ქართული კალათბურთისთვის.ის ჩვენ დაგვეხმარა წარმატების მოპოვებაში. მაშინ B დივიზიონიდან დავიწყეთ, აგვიყვანა A დივიზიონში და გაგვიყვანა ევრობასკეტზე ზედიზედ 3-ჯერ. ახლა კი ილიას ზუროსთან ერთად განსხვავებული სტილით ვვარჯიშობთ, სხვა მიდგომებით. სამწვრთნელო პროცესი ისეთი რამაა, რომ ახალი ყოველთვის შეგიძლია შეიძინო, სწორედ დეტალებია ისეთი რამ, რაც თამაშის განსხვავებულ სტილს ქმნის. ის ძალიან გამოცდილია და კარიერის მანძილზე ბევრი ძლიერი გუნდი გაუწვრთნია და სასიამოვნოა მასთან მუშობა. ზუროსი დიდ ყურადღებას აქცევს დაცვას და საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს მოთამაშეებთან. მას გულით უნდა მოაგებინოს გუნდს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მცდელობები წარმატებული იქნება და ისევ ევრობასკეტის საგზურს ისევ მოვიპოვებთ.

– თუ გახვალთ, ეს იქნება ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტი. რას ნიშნავს ეს ფაქტორი თქვენთვის? 

– ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა და ხალხმა (გულშემატკივარმა) იმდენი რამ მომცა წლების განმავლობაში, რომ ეს ერთგვარი სამაგიეროს სიკეთით გადახდა იქნება. ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა, თამაშების მოგება და ევრობასკეზე გასვლა იქნება უდიდესი წარმატება ჩვენი ქვეყნისათვის. ასე რომ, პირადად ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა როგორც კაპიტნისთვის, ისე როგორც გუნდის ერთ-ერთი მოთამაშისთვის.

 

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ვეტერანი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა. ამ ინფ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩში თორნიკე შენგელია […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელია: ‘ჩემი პირველი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო, არაფერი შეცვლილაR

26 ნოემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში უკრაინა თბილისის სპორტის სასახლეში [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

“ხაჭაპური!” – გიორგი შერმადინს მატჩის MVP-ის ტიტული მიულოცეს (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “გრან კანარია” მიიღო და მეტოქე [...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა ნაკრებში 18 კალათბურთელი გამოიძახა

26 ნოემბერს მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის (FIBA World Cup 2023) საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება. საქართველოს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე ჯორჯ ჰილსა და კრის მიდლტონს დაუპირისპირდა – ინციდენტი NBA-ში (ვიდეო)

26 ოქტომბერს, NBA-ში ერთმანეთს გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” და სანდრო მამუკელაშვილის “მილოუკი ბაქსი” დაუპირისპირდნენ. შეხვე...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკელაშვილი ხევსურული ქუდით – ფოტოგრაფი ანტეტოკუნმპოა (ვიდეო)

“მილოუკი ბაქსის” გამთამაშებელმა ჯორჯ ჰილმა თანაგუნდელები საკუთარ რანჩოზე დაპატიჟა, სადაც სანდრო მამუკელაშვილიც იმყოფებოდა. ქართველი კალათბ...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის 12 ქულა “მაიამი ჰითის” წინააღმდეგ (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მეორე მატჩი ჩაატარა. “მილუოკი ბაქსი” “მაიამი ჰითს” დაუპირისპირდა და 95:137 დამარცხდა. “მილო...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილი “მილოუკი ბაქსში” ითამაშებს!

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში, “მილოუკი ბაქსიში” ითამაშებს. ქართველი კალათბურთელი დრაფტზე 53-ე ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია...
წაკითხვა
კალათბურთი

სიგიჟე – რა გაუკეთეს კევინ დურანტს ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე? (ვიდეო)

23 ივლიის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აშშ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმაც მიიღო. შუა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ღმერთო ჩემო, ბავშვები ფეხბურთზე უნდა შევიყვანო” – აიზეია ტომასი მესის ხ

30 ინივსს, ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავისუფალი აგენტი გახდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ონილი: ‘როცა ხალხი უმუშევარია და შენ წელიწადში 200 მილიონს გამოიმუშავებ, არ უნდა იწუ

NBA-ს ლეგენდა შაკილ ონილი ლებრონ ჯეიმსის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. ლებრონმა თქვა, რომ სათამაშო კალენდარი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისათვის შემადგენლობა დაასახელა. ამერიკელთა 12-კაციან გან...
წაკითხვა
კალათბურთი

საოცარი ფიზიკური ტრანსფორმაცია – როგორ გამოიყურება შაკილ ონილი ამჟამად (ფოტო)

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ვარჯიში დაიწყო და ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 49 წლის შაქს […]...
წაკითხვა