ზედიზედ ორი ძელი და ყაზაიშვილის საგოლე პასი
29 სექტემბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მერვე ტურის მატჩში, “ნაიმეგენმა” საკუთარ მოედანზე “ვიტესი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ძალიან დრამატულად წარიმართა. 86-ე წუთზე, “ნაიმეგენის” ფეხბურთელებმა ანგარიში 2:2 გახადეს. რის შემდეგაც “ვიტესი” მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდა. ყაზაიშვილისა და კაშიას თანაგუნდელებს გოლის გატანა არაერთხელ შეეძლოთ, მათ ორჯერ ბურთი ძელსაც კი მოარტყეს. საბოლოოდ კი, 92-ე წუთზე, ვაკო ყაზაიშვილის პასის შემდეგ, ლუკას პიაზონმა დარტყმა ზუსტად შეასრულა და “ვიტესს” გამარჯვება მოუტანა.