ზეედორფი: “ბალოტელის არსად გავუშვებ”
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2014/02/1390329048_balo.jpg)
იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ მას სურს “მილანთან” ერთად წარმატებული გზის გავლა და ამისათვის მარიო ბალოტელი სჭირდება.
“მილანი” ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა და ლიდერ “იუვენტუსს” 31 ქულით ჩამორჩება.
პარასკევს, “ნაპოლისთან” მატჩში ზეედორფმა ბალოტელი მეორე ტაიმში შეცვალა, რადგან მარიომ გულშემატკივრებისგან რასისტული შეძახილები ვერ აიტანა.
ამ სეზონში ბალოტელიმ 17 თამაშში 9 გოლი გაიტანა, ხოლო წინა სეზონში 13 თამაშში 12 გოლი.
“მარიო ძალიან ნიჭიერი თვდამსხმელია და მჯერა, რომ ის აუცილებლად მოუმატებს. “ნაპოლისთან” მატჩში მისი ცრემლები იყო ემოციის გამოხატულება. უნდა გავიგოთ, რომ ფეხბურთელიც ადამიანია” – განაცხადა ზეედორფმა.
ზეედორფმა ასევე ისაუბრა მილანის მომავალზე: “ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მიმართულებით. ამ ყველაფერს დროს სჭირდება. მე გპირდებით, რომ მილანი მალე დაუბრუნდება თავის ადგილს მსოფლიო ფეხბურთში.”
ზეედორფმა მომავალ მატჩზეც ისაუბრა, რომელიც 14-ში “ბოლონიათან” აქვს ჩასატარებელი: ” ჩვენ უნდა დავაფასოთ “ბოლონია”, ისინი ძლიერ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ. ამ თამაშში ჩვენ ორი თავდამსხმლით ვითამაშებთ, ბალოტელის პაცინის შევუწყვილებთ.”