ზეედორფი: “ჩემი მომავალი მაისის ბოლოს გადაწყდება”
იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ მაისის ბოლოს გაირკვევა, დარჩება თუ არა ის “როსონერის” თავკაცის პოსტზე.
შეგახსენებთ, რომ ზეედორფი “მილანის” მწვრთნელი იანვარში გახდა, “შავ-წითლებმა” კი ევროპის ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხეს.
“ყველაფერი მალე გაირკვევა. მაისის ბოლოს ხელმძღვანებლობას შევხვდები, მათ ჩემს გეგმებს გავაცნობ და გადაწყდება, დავრჩები თუ არა გუნდში”, – ამბობს ზეედორფი.