ზეედორფი: “ევროპის ლიგას ვუახლოვდებით”
იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ “როსონერი” ევროპის ლიგას უახლოვდება.
შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლებმა” 7 აპრილს “ჯენოა” დაამარცხეს, რითაც მეხუთე პოზიციაზე მყოფ გუნდთან სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს.
“ევროპის ლიგის ზონას უფრო მივუახლოვდით. თუმცა, ცხადია, ჩვენს გარდა, კიდევ რამდენიმე გუნდი იბრძოლებს, ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შევეცდებით, დარჩენილ ტურებში მაქსიმალურად მეტი ქულა ავიღოთ”, – ამბობს ზეედორფი.