ზეედორფი: “ევროპის წამყვან კლუბებში ერთ შავკანიან მწვრთნელსაც ვერ წააწყდებით”
“მილანის” 44 წლის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი, მიიჩნევს, რომ შავკანიან მწვრთნელებს ევროპულ კლუბებში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვთ.
“იტალიაში 12 წლის მანძილზე ვთამაშობდი. “მილანში” მთავარ მწვრთნელად მუშაობის შემდეგ ერთი წინადადებაც კი არ მიმიღია. ნიდერლანდები ჩემი სამშობლოა, თუმცა შეთავაზება არც იქიდან მქონია.
რა კრიტერიუმებით ხდება სელექცია? რატომ არ ეძლევა დიდ ჩემპიონებს ევროპაში თავის წარმოჩენის შანსი, სადაც მათ ფეხბურთის ისტორია დაწერეს.
რატომ მოუწია ვიეირას ნიუ-იოკრში დაბრუნება, ხოლო ტიერი ანრის – კანადაში? მწვრთნელებს თანასწორი შანსები არ ეძლევათ: ევროპის წამყვან კლუბებში ერთ შავკანიან მწვრთნელსაც ვერ წააწყდებით.
ეს თემა სრულად საზოგადოებას ეხება. ყველამ, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც ამის ძალა შესწევთ, უნდა იგრძნონ სიტუაციის გამოსწორების პასუხისმგებლობა,” – აცხადებს ზეედორფი.