ზეედორფი: “მილანის” მთავარი მიზანი ევროტურნირზე თამაშია”
იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში, “როსონერის” მთავარი მიზანი ევროტურნირზე თამაშია.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, იტალიის სერია A-ს ცხრილში “მილანი” მე-11 პოზიციას იკავებს, ხოლო მეხუთე ადგილზე მყოფ “ინტერს” ექვსი ქულით ჩამორჩება.
“ჯერ არ ვიცი, კრიზისმა გადაიარა თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს, ეს უკვე მოხდა. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ჩვენი მთავარი მიზანი ევროტურნირზე მოხვედრაა”, – ამბობს ზეედორფი.