ზეედორფი: “რეალს” შეუძლია ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეოთხედ მოიგოს”

თარიღი: მარტი 4, 2019

ფეხბურთი ჰოლანდიელი ლეგენდა, კლარენს ზეედორფი, თვლის, რომ “კლასიკოებში” განცდილი მარცხების მიუხედავად, “რეალს” კვლავ შესწევს ძალა, რომ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეოთხედ მოიგოს.

“გასულ კვირასაც მსგავსი შეკითხვები გვესმოდა. თუ კლუბს ამდენი ტიტული აქვს მოგებული, ეს იმას ნიშნავს, რომ “რეალს” ყოველთვის შეუძლია ფინალში გასვლა და მისი მოგება.

ვინ იფიქრებდა, რომ “რეალი” ზედიზედ სამჯერ შეძლებდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას? შეუძლებელია! ამის არავის სჯეროდა, რადგანაც ეს აქამდე არავის ჰქონდა გაკეთებული. ორჯერაც კი არ მოუგია ეს ტიტული არავის.

ასე რომ, რა თქმა უნდა, მათ მოგება შეუძლიათ. ფეხბურთი ყოველთვის გვაოცებს. მართალია, ძალიან რთული იქნება, მაგრამ “რეალის” ჩამოწერა არ შეიძლება,” – აცხადებს ზეედორფი.

მსგავსი სიახლეები