ზეედორფი: “წაგება დავიმსახურეთ”
იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ “როსონერიმ” მარცი დაიმსახურა.
შეგახსნებთ, რომ მერვედფინალურ ეტაპზე გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, “შავ-წითლებმა” მადრიდში ადგილობრივ გუნდთან გამანადგურებელი მარცხი (1:4) იწვნიეს.
“მეორე გოლმა გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ფეხბურთელები დაიბნენ, რასაც ჩვენი მარცხი მოყვა. შეიძლება, ითქვას, რომ წაგება დავიმსახურეთ”, – ამბობს ზეედორფი.