ზეედორფმა ჩინეთში მოთამაშე ფეხბურთელები ნაკრებში არ გამოიძახა
კამერუნის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კლარენს ზეედორმა აფრიკის თასის შესარჩევ ეტაპზე, სექტემბერში გასამართი მატჩისათვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ზეედორფის რჩეულებს შორის ვერ მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩინეთის ჩემპიონატში თამაშობენ. ბენჟამინ მუკანჯო კრისტიან ბასონგი კამერუნელთა მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ, მაგრამ ისინი ჩინეთის ჩემპიონატის კლუბებში ასპარეზობენ, ზეედორფმა კი მათი ნაკრებში გამოძახება არ ისურვა.
“გვინდა, აქცენტი იმ ფეხბურთელებზე გავაკეთოთ, რომლებიც წამყვანი ლიგების წამყვან კლუბებში თამაშობენ. გვყავს 20 წლის ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მაღალი დონის კლუბებში მოხვდნენ, მაგრამ ისინი სათამაშოდ ჩინეთში მიდიან. მათ უნდა გაიგონ, რომ ნაკრები მნიშვნელოვანია”, – ციტირებს ზეედორფის სიტყვებს “ასი”.