ზელანდიელები ქართველების ძალას აქებენ
ახალი ზელანდიის ნაკრები საქართველოსთან მატჩზე ყურადღებას ძალისმიერ თამაშს არ მიაქცევენ, რადგან მათ ხელდახელ თამაში უყვართ. თუმცა, ბორჯღალოსნების ძალას აქებენ და მათი შერკინების გამოცდად თვლიან.
– საქართველოს ნაკრებზე არც თუ ბევრი მასალი მოიპოვება, მაგრამ რაც ვნახეთ შემიძლია ვთქვა, რომ ღონიერი მორკინალები ყავთ და რა თქმა უნდა მაგრად დაგვიდგებიან შერკინებაში. მე ძალიან მიყვარს ასეთი თამაში და ამ მატჩის მოლოდინში ვარ, – განაცხადა ოლ ბლექსისა ვეტერანმა კვაჭმა ქევინ მეალამუმ.
– საქართველოსნაირი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის. ყველა გუნდს სხვებისგან განმასხვავებელი ძალა აქვს და ქართველები ძლიერი და ღონიერი მოთამაშეებით გამოირჩევიან. ვუყურე თამაშს არგენტინის წინააღმდეგ და მინდა გითხრათ, რომ მეტოქეს დიდ ჯაფად დაუჯდა გამარჯვება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მატჩი, რომელიც შერკინების გამოცდის უნიკალური შესაძლებლობა იქნება, – ეს კი ქრუსეიდერსის ბურჯის, ვაიეთ ქროქეთის სიტყვებია.