ზელენსკი: “ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, რადგან უკრაინელები ვართ!”
1 ივნისს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრებმა სტუმრად შოტლანდია 1:3 დაამარცხა.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მცირე განცხადება გამოაქვეყნა და საფეხბურთო ნაკრებს მადლობა გადაუხადა.
“არის მომენტები, როცა ბევრი სიტყვა საჭირო არ არის. ეს სიამაყის გრძნობაა! უბრალოდ, მადლობა, ბიჭებო! სიხარულის ორი საათი. გამოვედით, ვიბრძოლეთ, გავიმარჯვეთ, რადგან უკრაინელები ვართ!
გაიხარეს ჩვენმა ჯარისკაცებმა, მთელმა ქვეყანამ. ჩვენ ყველანი ომში ვართ, ყველას საკუთარი ფრონტის ხაზი გვაქვს. ჩვენ ვიბრძვით, ერთად ვდგავართ, ვიმარჯვებთ!” – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის ნაკრები ფლეი-ოფის ფინალში უელსს 5 ივნისს, კარდიფში დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ოლეკსანდრ პეტრაკოვის გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.