“ზენიტის” ხელმძღვანებლობას კლოპი სურს
შესაძლოა, დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მალე რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” თავკაცის პოსტზე ვიხილოთ.
Sports.ru-ს ინფორმაციით, “ზენიტის” ხელძღვანებლობა კლოპით სერიოზულადაა დაინტერესებული, ხოლო გერმანელ სპეციალისტს 15 მილიონ ევროს სთავაზობენ.
როგორც ირკვევა, ანდრე ვილაშ-ბოაში ამჟამად “ზენიტში” შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა, რამაც შესაძლოა, მისი კლუბიდან წასვლა გამოიწვიოს.