ზეფ ბლატერი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ზეფ ბლატერი, ჰოსპიტალიზირებულია. Bild-ის ცნობით, ყოფილი ჩინოვნიკი ექიმების
გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამ დროისთვის 84 წლის ბლატერის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებ. თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ.
პრესაში არ ვრცელდება ბლატერის საავადმყოფოში გადაყვანის კონკრეტული მიზეზები. 2016 წელს ზეფ ბლატერს კანის კიბო დაუდგინდა, 2020 წელს კი კორონავირუსი გადაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ზეფ ბლატერის ციურიხში მუშაობა სკანდალებით იყო აღსავსე, ის არაერთხელ იყო დადანაშაულებული კორუფციაში.