ზესტაფონელები ფეხბურთის გადარჩენას მოითხოვენ!
მიმდინარე წლის 8 იანვარს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ფეხბურთის მოყვარულები შეიკრიბნენ. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონში” შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა ზემოიმერელმა ქომაგმა ხელისუფლებისაგან გუნდის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.
ქომაგებთან შესახვედრად სტადიონზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი დავით მაღრაძე საკრებულოს წევრთა ერთ ჯგუფთან ერთად მობრძანდა.
შედეგად, დაიგეგმა მუნიციპალიტეტისა და იმერეთის მხარის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან, რომელიც მიმდინარე წლის 10 იანვარს უნდა გაიმართოს და რომელზეც კრიზისული მდგომარეობიდან კლუბის გამოყვანის გზები უნდა იქნას განხილული…
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სტადიონზე გამართული შეხვედრის შემდეგ კი ზესტაფონელმა ქომაგებმა, გუნდის გადარჩენისა და ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენის მოთხოვნით, ქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს.
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონში დღეს განვითრებული მოვლენების მიმდინარეობას ასახავს …
FCZestafoni.GE