ზესტაფონელთა სათასო ბატალიების ისტორია

თარიღი: ნოემბერი 15, 2014

როგორც მოგეხსენებათ, 17 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშებაში ჩაერთვება – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ჩვენი გუნდი მერვედფინალური სტადიის პირველ მატჩს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” წინააღმდეგ გამართავს.

ივანწმინდაში გასამართი შეხვედრით ზესტაფონელები დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში სტარტს მეთერთმეტედ აიღებენ. საინტერესოა, რომ წინა 10 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ (2007-2008 წ.) გათამაშების გამარჯვებულები გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ ხუთ, შედარებით წარუმატებელ გათამაშებას, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალური, 2-ჯერ მეოთხედფინალური და ამდენივეჯერ მერვედფინალური სტადიიდან გამოეთიშა.

დღიდან შექმნისა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში გამართული აქვს 67 მატჩი, რომელთაგან 40 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 14 დასრულდა ფრედ, 13-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობაა 123-50 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.

ყველაზე ხშირად თასის გათამაშებაში იმერლებს თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ უთამაშიათ – ამ გუნდების გზები თასის 4 გათამაშებაში გადაკვეთილა და სადღეისოდ 8 შეხვედრას ითვლის. თასის 3 გათამაშებაში შემდგარა ზესტაფონელთა “დუელები” რუსთაველებთან (6 მატჩი) თბილისის “ამერთან”, ბათუმის “დინამოსთან” და ქუთაისის “ტორპედოსთან” (5-5 მატჩი).

აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირთა შესახებ – სადღეისოდ საუკეთესო შედეგის მფლობელი გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო გრიგოლ იმედაძეს, ნიკა კვასხვაძესა და ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 6-6-ჯერ აქვთ შერხეული.

რაც შეეხება ივანწმინდაში საჩხერის “ჩიხურასთან” ორშაბათს გასამართ შეხვედრას, ის 14:00 საათზე დაიწყება.

FCZestafoni.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება შაქარ!” – გიორგის გუნდმა მის გარ

დღეს “საბურთალო 2”-მა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა პანდემიის დაწყების შემდეგ და “სპაერს” 2-0 მოუგო. გიორგის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილს მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი ეწერათ (ფო

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსემ” ამერიკის MLS-ის განახლებულ სეზონში პირველი მატჩი გამართა. ქართველების […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ჯანომ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო კონტეს შკრინიარი არ სჭირდება

მილანის “ინტერმა” შესაძლოა, ამ ზაფხულს მილან შკრინიარი ტრანსფერზე დააყენოს. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, 25 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მიულოცა უეფამ ლევან კობიაშვილს დაბადების დღე (ვიდეო)

10 ივლისს, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი 43 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “საბურთალომ” “თელავს” მძიმე ბრძოლაში მოუგო

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მე-2 დღის შეხვედრაში “საბურთალომ” რევაზ გოცირიძის “თელავი” მიიღო და მინიმალურად, 1-0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძე უნგრულ “ფეჰერვარში” გადავიდა

26 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრულ “ფეჰერვარში” გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. “ფეჰერვარიR...
წაკითხვა
ფეხბურთი

“აიაქსის” სტადიონზე რესტორანი მოეწყო (ფოტო)

ამსტერდამის “აიაქსის” სტადიონზე სიახლეა. ამიერიდან “იოჰან კრუიფ არენაზე” უკვე ვახშმის შეკვეთაა შესაძლებელი, პირდაპირ მინდვრის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს პროკურატურა: გიორგი შაქარაშვილი წყალში დახრჩობით გარდაიცვალა

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე განცხადება გამოქვეყნა და ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. “ექსპერტიზის დასკვნის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას სათავო ოფისში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რივალდო: “ბარსელონას” პრობლემა უხარისხო ფეხბურთია და არა ვიდეორეფერი”

ლა ლიგის სეზონის განახლების შემდეგ “ბარსელონამ” “რეალთან” სატურნირო ცხრილში არსებული ორქულიანი უპირატესობა დაკარგა და ახლა [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება მატეია კეჟმანი ამჟამად (ფოტო)

ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ მატეია კეჟმანი, რომელიც სხვადასხვა დროს “პსვ ეინდჰოვენში”, “ჩელსიში”, “ატლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პელეგრინი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი, მანუელ პელეგრინი, სამწვრთნელო საქმიანობას “რეალ ბეტისის” მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარკვეულია: სად გაიმართება პლეიოფის დარჩენილი მატჩები?

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა საკმაოდ საინტერესო გადაწყეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩები ნომინალური [&he...
წაკითხვა