“ზესტაფონი” ეროვნულ ჩემპიონატს უბრუნდება

თარიღი: აგვისტო 17, 2016

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც სფფ-ს წინა ხელმძღვანელობა ზესტაფონის უფეხბურთოდ დატოვებას შეეცადა… შარშან აპრილში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” მოკვეთილ იქნა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან და მას შემდეგ ჩვენი კლუბის წარმომადგენელ არცერთ გუნდს ფეხბურთს ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში არ უასპარეზია.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს – ვერდიქტს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანი იყო სფფ-ის წინა ხელმძღვანელობის მიერ “ზესტაფონის” მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები? უნდა ითქვას, რომ სფფ-სთან კონსულტაციები ამ მიმართულებით დღესაც მიმდინარეობს და ნამდვილად გვეიმედება, რომ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინი სულაც არაა ამაო…

მანამდე კი, სანამ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პირველი გუნდის ბედი გარკვეულა, ზემოიმერლები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 1999-2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდით (მთავარი მწვრთნელი – გურამ მაზმიშვილი) უბრუნდებიან…

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელები საქართველოს U17 ჩემპიონატის ცენტრალურ ზონაში ქუთაისის “ტორპედოს”, “სამტრედიის”, საჩხერის “ჩიხურას”, გორის “დილას”, თბილისის “ავაზას”, თბილისის “ლოკომოტივისა” და თბილისის “სფფ-აკადემიის” გუნდებთნ ერთად იასპარეზებენ.

ტურნირი სტარტს მიმდინარე წლის 2 სექტემბერს აიღებს. U17 ჩემპიონატის მონაწილეები სამ ზონად (დასავლეთი, ცენტრალური, აღმოსავლეთი) არიან დაყოფილი; თითოეული ზონის პირველ-მეორეადგილოსნები და მათთან ერთად ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეოთხედფინალში გააღწევენ, შემდეგ კი პლეი-ოფები გაიმართება და სწორედ ასეთი გზით ტურნირის გამარჯვებულისა და პრიზიორთა ვინაობაც გაირკვევა…

ზესტაფონელი ჭაბუკები თითქმის 2 კვირის განმავლობაში ჩვენი კლუბის ზესტაფონურ ბაზაზე საწვრთნელ შეკრებას გადიან და ესოდენ მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობისათვის სრული პასუხისმგებლობით ემზადებიან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “ზესტაფონის” ეროვნულ ჩემპიონატში წარმომადგენელი სადღეისოდ ერთადერთი გუნდი თანატოლებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ინტერი” — “ლუდოგორეცი” გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერსა” და “ლუდოგორეცს” შორის ხუთშაბათს გასამართი მატჩი გულშემატკივრე...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამხრეთ აფრიკულმა გუნდმა დროის გაყვანის ხელოვნება ახალ დონეზე აიყვანა (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკის პრემიერ ლიგაში კურიოზული რამ მოხდა. “მამელოდი სანდაუნზმა” “ბლემ სელტიკი” 2:1 დაამარცხა. მატჩის ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამირ ჰანდანოვიჩის მოლოდინში

მილანის “ინტერის” კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა ტრავმის გამო თითქმის ერთი თვე გამოტოვა, თუმცა სლოვენიელი მეკარე მოედანს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე: “ბარსელონა” ფავორიტი არაა, არასოდეს დაგვავიწყდება “ლივერპული”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ “ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსის” პრეზიდენტი აღიარებს, რომ გვარდიოლას კანდიდატურას განიხილავს

ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი აღიარებს, რომ მომავალში გუნდის პეპ გვარდიოლასთვის ჩაბარების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიეშმა განმარტა, თუ რატომ გააკეთა არჩევანი “ჩელსიზე”

ამსტერდამის “აიაქსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰაკიმ ზიეშმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, თუ რატომ გააკეთა არჩევანი ლონდონის “ჩელსიზე̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ჩვენ მხოლოდ მესის წინააღმდეგ არ ვთამაშობთ”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი ლიონელ მესის შესახებ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქვილითაია: “იმედი მაქვს, ამ გოლით უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდები”

“გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ “სენტ-ტრიუიდენთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, “გენტმა&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორ შეაჩერა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის შეტევა (ვიდეო)

მაკედონიის ჩემპიონატში, ერთ-ერთ მატჩში ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის შეტევა ორიგინალური ხერხით შეაჩერა. Handball in First Macedonian […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაიტანეს გიორგი მაკარიძის კარში მატჩის ბოლო წამებში (ვიდეო)

23 თებერვალს, პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი მაკარიძის “ვიტორია სეტუბალი” სტუმრად “ბრაგას” დაუპირისპირდა და 3:1 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის წითელი ბარათი “ბორდოსთან” მატჩში (ვიდეო)

23 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ბორდო” მიიღო და მეტოქე 4:3 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კასტილიაში” მიღებული წითელი ბარათის გამო, როდრიგო “კლასიკოს” გამო

მადრიდის “რეალმა” მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიიღო. “ბლანკოსის” ახალგაზრდა შემტევმა რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაიამ “სენტ-ტრიუიდენს” გაუტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში “გენტი” “სენტ-ტრიუიდენს” მასპინძლობს. მატჩის მე-14 წუთზე გიორგი ქვილითაიამ სტუმართა კარი აიღო [...
წაკითხვა