“ზესტაფონი” მზადებას შეუდგა

თარიღი: აგვისტო 21, 2014

ხანმოკლე დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას მარგველები 23 აგვისტოს გამართავენ – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პირველი გუნდი თბილისის “დინამოს” დაუხვდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ კლუბსა და ფეხბურთელებს შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად, ზესტაფონელთა რიგები დატოვეს დავით რაჟამაშვილმა და თეიმურაზ ღონღაძემ …

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი ჩვენი გუნდის ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

DSC01228

DSC01232

DSC01235

DSC01243

DSC01253

FCZestafoni.GE

მსგავსი სიახლეები